Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლონდონის ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინოც წარდგება

 
 
12-14 მაისს ლონდონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელშიც ქართული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას.
 
ლონდონის ღვინის გამოფენა 1980 წელს დაარსდა და მსოფლიო ღვინის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა. მასში ყოველწლიურად 35 ქვეყნის 1400-მდე კომპანია მონაწილეობს. ასევე, ესწრება 15 ათასამდე პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეობენ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები მსოფლიოს ყველა უმთავრესი მწარმოებელი ქვეყნიდან.
 
წელს ლონდონში საქართველოდან 11 კომპანია წარდგება. ესენია: "ქინძმარაულის მარანი," "სარაჯიშვილი", "თბილღვინო," "თელავის ღვინის მარანი," "ბაგრატიონი," "თელიანი ველი," "ოროველა," "შატო მუხრანი," "კახური." "GWS" და "ვაინ მენი." გამოფენას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვერეზერელი და "სამტრესტის" ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული