Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როზე - ცქრიალა ღვინო ვალენტინობის დღისთვის

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცნობილი გამოცემა Decanter.com აქვეყნებს სტატიას, სადაც სიყვარულის დღის საუკეთესო მეგზურად ცქრიალა ვარდისფერი ღვინო როზე დასახელდა. არაფერია ისეთი სადღესასწაულო, როგორც ცქრიალა ღვინის ბოთლი როზე.

ამ ცქრიალა ღვინის დასამზადებლად თავად როზეს ბაზას იყენებენ. შემდეგი ეტაპი შესაძლოა ორგვარი იყოს, უფრო ტრადიციული სახის ან თანამედროვე. საბაზისო ღვინო, თავის მხრივ,  ვარდისფერი ღვინის დაყენების ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტექნიკით (saignée, პირდაპირი წნეხი) იწარმოება, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად შამპანში, ხშირად თეთრი ღვინის დომინირებულ ნარევს  წითელ ღვინოს უმატებენ.

შამპანის რეგიონი, ცქრიალა როზესთან ერთად, რომანტიკული დღეების სინონიმადაა ქცეული. „Billecart Salmon“ და „Laurent-Pierre“ - ამ ადგილებში წარმოებული როზე შამპანის რეგიონიდან,  ის ორი ცქრიალა ღვინოა, რომლებიც ვალენტინობის დღესთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული, ზოგადად როზეს მოყვარულთათვის კი საკულტო მნიშვნელობა აქვს.

შამპანის გარდა, საფრანგეთში არაერთი რეგიონია ცნობილი განსაკუთრებული ხასიათისა და ხარისხის ცქრიალა ღვინოებით. ტრადიციული ცქრიალა ღვინის მწარმოებელი რეგიონები და  განსაკუთრებული სახეობები, შემდეგია:

კავა - გამორჩეულია იმით, რომ ბევრ სხვადასხვა რეგიონში გვხვდება. კავას უმეტესობა კატალონიაში იწარმოება, მისი წარმოშობის ადგილი სანტ სადურნი დ’ანოია. ვარდისფერი კავას (Cava Rosado) დასამზადებლად წითელი ყურძნის ჯიშებს - Garnacha, Monastrell, Pinot Noir ან Trepat იყენებენ, დამატებით სხვა თეთრი სახეობებისა. მაღალი ხარისხის ესპანური ღვინის აღმოჩენა სხვა რეგიონებშიც შესაძლებელია.

Crémant - ეს ტერმინი ფრანგული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოს აღნიშნავს, რომელიც შამპანის გარეთ იწარმოება. მთავარი რეგიონებია ალზასი, ბურგუნდია, ლუარა და ლიმუ.

Franciacorta - იტალიის ჩრდილოეთი რეგიონი, რომელსაც ცქრიალა ღვინოს ტრადიციული მეთოდით წარმოების მოკლე, თუმცა შთამბეჭდავი ისტორია აქვს. მისი რეპუტაცია მზარდია, იგი, როგორც წამყვანი ცქრიალა ღვინის რეგიონი, ევროპასა და მსოფლიოში მკვიდრდება.

ტასმანია - სამხრეთ ავსტრალიის კუნძულოვანი შტატი, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ საუკეთესო ცქრიალა ღვინოს აწარმოებს, არსებული კლიმატი წარმოუდგენელ დახვეწილობასა და ელეგანტურობას სძენს ამგვარ ღვინოს.

გაერთიანებული სამეფო - მაღალი ხარისხის როზეს აღმოჩენა ბრიტანეთის კუნძულებზეც შესაძლებელია. აქ წარმოებულ როზეს არაერთი საერთაშორისო პრიზი მოუპოვებია. ბრიტანული ცქრიალა ღვინო განსაკუთრებული ხასიათითა და სიახლეებით გამოირჩევა. აქ წარმოებულ როზეში განსაკუთრებით ველური კენკრის არომატი იგრძნობა, რომელიც ხასიათდება ცოცხალი მჟავიანობით.

2020 წელს ვარდისფერი ცქრიალა ღვინის მწარმოებელ რეგიონებს იტალიის რეგიონი Presecco შეუერთდა. ორი ძალიან პოპულარული ღვინის სახეობის, პინო ნუარისა და გლერას შერევით, იღებენ ამ ღვინოს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, პრესეკოს დამზადება ორნაირი მეთოდითაა შესაძლებელი.

რა არის მთავარი, რაც როზეს სხვა ცქრიალა ღვინისგან განასხვავებს? მხოლოდ ფერი თუ გემოს თვისებებიც?

როგორც სახეობები, ისე ნაზავი და დამზადების პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იმისთვის რომ გავიგოთ, როგორია ცქრიალა როზეს გემო და ტექსტურა, რით განსხვავდება მისი თეთრი ანალოგებისგან. მთავარი მახასიათებლები, რომლებსაც ღვინის ამ სახეობისგან შეიძლება მოველოდეთ, შემდეგია:

წითელი კენკრის, ზოგჯერ წითელი ციტრუსის (ვარდისფერი გრეიპფრუტის ან წითელი ფორთოხლის), ასევე წითელი ბაღის ხილის დახვეწილი არომატი. ტანინის ელფერი, რომელიც საბაზისო ღვინის წარმოებისას მინიჭებულია კანთან რბილი კონტაქტით. ფენოლური ნაერთების უფრო მაღალმა შემცველობამ შეიძლება მისცეს უფრო მდიდარი სხეული.

მეღვინე რომი გრიმშოუსთვის როზეს დამზადებისას მთავარი პინოს ექსპრესიულობა, ხილი და საფირმო ტექსტურაა. მისი აზრით, როზე ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახეობაა, რომელიც კიდევ უფრო სასიამოვნო, შესაფერის საკვებთან შეხამების დროს ხდება.

არომატული კეთილშობილება და ტექსტურის მიმზიდველობა შესანიშნავი კომპანიონია სხვადასხვა კერძისთვის, განსაკუთრებით ვალენტინობის დღეს. გრიმშოუს აზრით, როზე როგორც ტრადიციულ, ისე პრეტენზიულ და რთულად შესახამებელ გემოებთანაც შეძლებს ვალენტინობის საღამოს მეტი არომატი შესძინოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული