Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის უბის წიგნაკი ახალი გამომცემლობისგან

"ღვინის დეგუსტაცია, უბის წიგნაკი მოყვარულთათვის" ახალი გამომომცემლობა „ვაზის“ პირველი წიგნია, რომლის ავტორიც ანა ჭეიშვილია. „უბის წიგნაკი“ სპეციალურად ღვინის მოყვარულთათვის შეიქმნა: პირველ გვერდებზე ახსნილია ღვინის დეგუსტაციის ზოგადი პრინციპები, ჩამოთვლილია ღვინის შეფასების კრიტერიუმები და არომატები; მომდევნო გვერდები შესავსებია, რაც უბის წიგნაკის მფლობელს ღვინის დაჭაშნიკებისას მიღებული შთაბეჭდილებების ჩაწერის საშუალებას აძლევს. წიგნაკში ასევე მოყვანილია XVII-XIX საუკუნის ევროპელ მოგზაურთა ციტატები ქართული ღვინის, სუფრისა და სტუმარ-მასპინძლობის შესახებ. საყოველთაოდ ცნობილი შარდენისა და გამბას გვერდით აქ გვხვდება ისეთი ნაკლებად ცნობილი ავტორებიც, როგორებიც არიან კარლა სერენა, ჟან პიერ მუანე, დიუბუა და მონპერე და სხვ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



სად იყიდება?


წიგნის მაღაზიებში და ღვინის ბარებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული