ამერიკულმა კომპანია Pat’s Backcountry Beverages-მა საკუთარი ახალი პროდუქტის, მშრალი ლუდის პრეზენტაცია მოაწყო. როგორც კომპანიის თანამშრომლები ირწმუნებიან, მათი ხსნადი ლუდი, რომელიც წყლის დასხმისთანავე ნამდვილ ლუდად იქცევა, არც გემოთი, არც არომატით და არც ფერით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ლუდისაგან. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წყალში გახსნილ ფხვნილს გაზი უნდა დაემატოს, რისთვისაც 40 დოლარად ღირებული ცალკე მოწყობილობაა საჭირო.
ხსნადი ლუდი ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და კანადაში გაიყიდება, უახლოეს მომავალში კი ფხვნილის ევროპაში შეტანასაც გეგმავენ, თუმცა, ცხადია, მისი დამზადების ტექნოლოგიას არავის გაანდობენ. მათ ხომ ძალიან ბევრი იშრომეს, რომ ერთი შეკვრა ფხვნილისაგან ერთი კათხა ლუდი მიეღოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი