Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური ნადიმის გაგრძელება რესტორანში „მწვადი წალამზე“

ქალაქში შევამჩნიე რამდენიმე რესტორანი დასახელებით „მწვადი წალამზე“. გადავწყვიტე ვესტუმრო მათ შორის ერთ-ერთს და არჩევანი გავაკეთე „ობიექტზე“ ბელიაშვილის ქუჩაზე.
რესტორანი  არ გამოირჩევა  განსაკუთრებული დიზაინით.  მსგავსი  რესტორანი  თბილისში მრავლადაა, შიდა ეზოს  პერიმეტრზე  განლაგებული  კუპეებით,  ერთი  „საზიარო“ დარბაზი   და სველი  წერტილები  რესტორნის „მოყუჩებულ კუთხეში“.  იმედს  არ ვიცრუებ, მითუმეტეს რომ  მომსახურე პერსონალი  გამოირჩევა  განსკუთრებული  ყურადღებით  და  თავაზიანობით. 
ვირჩევ  კუპეს,  რადგან  ისიც  კონდიცირებული   აღმოჩნდა.   მიმტანი, ახალგაზრდა  გოგონა,   მაწვდის მენიუს  და მოთმინებით ელის შეკვეთას.  დიდი ძალისხმევა არ დამჭირდა  კერძების  შესარჩევად.
საფირმო კერძზე, რომელიც  48  ლარი ღირდა,  ვთქვი  უარი,  რადგან  ის იყო   განკუთვნილი  5  კაცზე.  მასში  შედიოდა  მწვადების „ნაირსახეობა“, სოკო  კეცზე და მჟავეულობის ნაკრები.  როგორც ჩანს, სოკო კეცზე ამ კერძში  ასრულებდა  გარნირის ფუნქციას. მართალია ვერ  გავიგე  რა შუაში იყო  მწნილის  „ასორტი“.
როგორც ჩანს,  მას  აქვს  იგივე დატვირთვა  როგორც  „მჟავეს“   ღორის კანჭის  შემთხვევაში.   მე, მაგალითად,  შევცვლიდი  „მჟავეს“   გამომცხვარი  პომიდვრით,  ან  კარტოფილით. სოკო მისაღებია, მაგრამ არა კეცზე,  არამეტ  შამფურზე  შემწვარი.  თემატურად  უფრო ახლოს იქნებოდა  რესტორნის  „შინაარსთან“.
უნდა აღვნიშნო,  რომ   არაჩვეულებრივი  ყურადღების  და გულისხმიერების მიუხედავად, მიმტანები   არ არიან  კარგად  ჩახედულები  ამა  თუ იმ კერძის  „შინაარსში“.   ეს ძალზე სამწუხაროა. მიმტანი არ უნდა  მიმართავდეს  სამზარეულოს კონსულტაციისთვის  კერძების  შემადგენლობის   დასადგენად.  ჩემს  შემთხვევაში  ეს ეხებოდა  სალათ  „ცეზარს“.  დიახ,  არ გაგიკვირდეთ   კახურ  რესტორანში  შესაძლებელია  გასინჯოთ უცხოური სალათა, მართალია ვერ გავიგე რატომ?
„ხაბაზმა  უნდა აცხოს  პური“. ეს ჭეშმარიტება  სრულიად   ესადაგება  „ცეზარის შესრულებას“.  გავსინჯე რა  „ცაზარი“,  ასევე    მივხვდი, რომ  მზარეულს აქვს  „ზოგადი წარმოდგენა“  ამ სალათის  სოუსის  შემადგენლობაზე.  არა  მდოგვი,  არა „ვორცესტერის“ სოუსი, არა ლიმნის წვენი და ა.შ.
ჩაქაფულმა  გამოასწორა  ჩემი  წარმოდგენა  შეფ - მზარეულზე.  ის   იყო   არაჩვეულებრივი.  დაბალანსებული  ტარხუნის  და  წიწაკის გემო, რბილი უძვლო ხბოს ხორცი  (შევუკვეთე  ხბოს ჩაქაფული),  ზომიერი  სიმჟავე,  წვენის და  „მწვანე მასის“  კარგი  შეფარდება, ეს ყველაფერი გამოარჩევდა  ამ კერძს.  ნამდვილად  დავრჩი  აღფთოვანებული.  „ბრავო, ბრავო, ბრავო“. 
კარგი განწყობა გამიძლიერა ქათმის  მწვადმა.  იყო ნაზი, გემრიელი, და თან ახლდა  მაშარაფის სოუსი, რომელიც  ძალზე მოუხდა კერძს.   ქაბაბი  იყო  „ისე რა“.   სამაგიეროდ,  „ივრის  ცოცხალი“  აღმოჩნდა გემრიელი.   იყო გარგად შემწვარი და არ   იყო   გამომშრალი. ჩემთვის აკლდა  ლიმნის  სიმჟავე და გემო. არ ვიცი რამდენად   „მეგობრობენ“ კახელები ლიმონთან. მაგრამ „ეს ოხერი“  ძალზე  უხდება თევზს. 
დესერტზე  ჰქონდათ მხოლოდ ხილის  „ასორტი“.  შევუკვეთე  ცივი  ყავა, რომელიც მომიტანეს  დაგვიანებით  რადგან ელოდებოდნენ  „ყინულის  ჩამოყრას“.  ჭიქაში ტივტივებდა  ორად ორი  ყინულის „ნამსხვრევი“  და  ცივი  სასმელი  იყო  მომზადებული  ყავის დაბალი  ხარისხისაგან. შეგნებულად არ ვასახელებ  ყავის  დასახელებას, რომელიც   პირველი  ყლუპის  შესმისთანავე გამოვიცანი.   გამოსვლისას  დავრწმუნდი, რომ მწვადი ამ  რესტორანში  ნამდვილად მზადდება  წალამზე.  ეს  ნამდვილად  აღსანიშნავი ფაქტია.
„მწვადი წალამზე“ , ჩვენი მოსაზრებით, თამამად იმსახურებს  3  News.ge-ს ვარსკვლავს.
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული