Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცი ალუბლის სოუსით

მასალა: 1 კგ ღორის ან საქონლის ხორცი, 1 ჩ.კ. ძირა, 2 ჩ.კ. ტკბილი მდოგვი, დაფხვნილი თეთრი პურის გული – საფანელად, მარილი, წიწაკა – გემოვნებით. სოუსი – 1 ჩ.კ. კარაქი, 40 გ წითელი ხახვი, 60 მლ მშრალი წითელი ღვინო, 60 მლ ქათმის ბულიონი, 100 გ უკურკო ალუბალი, 0,5 ლიმონის ცედრა, 1 ჩ.კ. ყავისფერი ან 0,5 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ბალზამიკო, 0,5 ჩ.კ. დაჭრილი ბეგქონდარა, 15 კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი ნაწილობრივ შევწვათ, წავუსვათ მდოგვი, ამოვავლოთ დაფხვნილი პურის გულის, მარილის, წიწაკისა და ძირას ნარევში, შემდეგ შევწვათ გრილზე ან ღუმელში. ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, დავასხათ ღვინო და 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. დავუმატოთ ქათმის ბულიონი, ლიმონის ცედრა, ალუბალი, შაქარი, ბალზამიკო და 3 წუთი ვხარშოთ ძლიერ ცეცხლზე. როდესაც შესქელდება, ამოვიღოთ ლიმონის ცედრა, დავუმატოთ მარილი და პილპილი. მივირთვათ ხორცთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.