Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო მარნები საქართველოში - Food Fun Travel

საქართველოს მარნებისა და მეღვინეობების შესახებ ამჯერად Food Fun Travel წერს. გვერდზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესახებ სხვადასხვა რჩევებსა და ინფორმაციას გაეცნობით, წერენ კულტურაზე, ფოლკლორზე, ღვინოსა და ტრადიციულ კერძებზე. ამ სტატიის ავტორი ბრიტანელი მოგზაური და ღვინის მცოდნეა, რომელიც საქართველოს შესახებ თავის გვერდზე ძალიან ხშირად საუბრობს. 

სტატიაში ტოპ 20 მარანი რეგიონებისა და წარმოების სიდიდის მიხედვითაა დაყოფილი, ავტორმა როგორც დიდი, ისევე მცირე წარმოების მარნებიც გამოარჩია. კახეთის მეღვინეობებს შორის მისთვის გამორჩეულია “იბერო” (ვაჩნაძიანი): “ამ პატარა მარანსა და ვენახებს ოჯახის სამი თაობა უვლის. საწარმო და ვენახი ალაზნის ველზეა გაშენებული, მათი სადეგუსტაციო ოთახიდან განსაცვიფრებენ ხედებს აღმოაჩენთ უგემრიელეს ღვინოსთან ერთად” - წერს ავტორი. ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად მიიჩნევს “გიუაანსაც” (მანავი), რომელიც საშუალო ზომის საწარმოა, აქ არის რესტორანიც, კერძებთან ერთად კი მანავის მიკროზონის ღვინოები შეგიძლიათ მიირთვათ.  

სტატიაში ახსენებენ “მოსმიერსაც” (თელავი). აქ ღვინოს კლასიკური ტექნოლოგიითაც წურავენ და ქვევრშიც აყენებენ, საწარმოსა და რესტორნის უკან კი “მოსმიერის”  სასტუმროა. 

შემდეგ მოდის “კარდენახის ღვინის ქარხანა N1” (კარდენახი), “მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინოა წარაფი, რომელიც ქვევრის თეთრი მშრალი ღვინოა და კარდანახში მოყვანილი რქაწითლის ჯიშისაგანაა დაყენებული. საწარმოში 700 ქვევრია და მისი მონახულება ნამდვილად ღირს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

მილორავას მეღვინეობა” პატარა საწარმოა თელავიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე, “Sanavardo Estate” კი ნაფარეულშია და ალაზნის ველზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენახები აქვთ. მეღვინეობა “შილდა” გამოირჩევა ძალიან ლამაზი გარემოთი და ხარისხიანი ღვინით. ავტორი წერს "ბაიას ღვინოზე", “მეღვინეობა ხარებასა” და “twins wine cellar”-ზეც: “სხვა ვენახებისგან განსხვავებით აქ შეგიძლიათ მოკრიფოთ და შემდეგ თქვენვე დაჭყლიტოთ ყურძენი, რაც ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილებაა”. ავტორი ახსენებს “ნუმისის” მარანსაც და “შუმსაც”, სტატიასა და მარნების ჩამონათვალს სრულად Food Fun Travel-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული