Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ხარდალი

საჭირო მასალა: 3 ნაჭერი ქათმის ფილე, 300 გ ბროკოლი, 300 გ დაკონსერვებული ან ახალი ქამა სოკო, 4 ს.კ. ჟელატინი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კოლოფი დაკონსერვებული მოხარშული სიმინდი, 3-5 ცალი პილპილის მარცვალი, 1 კონა კამა და ოხრახუში მოსართავად, მარილი გემოვნებით

მომზადება: ქათამს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ მთლიანი სტაფილო და ხახვი და მოვხარშოთ. ხარშვის ბოლოს დავამატოთ პილპილი და დაფნის ფოთლები. ბულიონი სხვა ჭურჭელში გადავწუროთ. ქათამი გავაციოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ცალ-ცალკე წყალში მოვხარშოთ ნახევრებად დაჭრილი სოკო და ბროკოლი. კაქსის ფორმაში ძირზე დავფინოთ მწვანილი, შემდეგ ფენა-ფენა დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, სიმინდი, სოკო და ბროკოლი.

ავიღოთ გადაწურული ბულიონიდან 850 მლ, თუ მაგდენი არ გამოვა, შევავსოთ ანადუღარი წყლით და შევაზაოთ მარილით. ცივ ბულიონში მოვათავსოთ ჟელატინი და 40-50 წუთი გავაჩეროთ, შემდენ ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. ვხარშოთ, სანამ ჟალატინი ბოლომდე არ დადნება. სითხე ფორმაში ჩაწყობილ პროდუქტებს დავასხათ და მაცივარში გამაგრებამდე დავდგათ. ამოღების წინ ფორმა 1-2 წამით ცხელ წყალში ჩავდოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



momewona

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული