Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ფერადი ატრიით

მასალა: ფერადი ატრია - 1 პაკეტი, ქათამი - 1.200კგ, სოკო - 500 გ, ხახვი - 2 თავი, 3 კბილი თხლად დაჭრილი ნიორი, 2-3 ს/კ გახეხილი ყველი, მწვანილი.

მომზადება: სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად და ავურიოთ მოხარშულ ატრიაში. ქათამი გავრეცხოთ და დავუსეროთ კანი. გამოვტენოთ ატრიის (ლაფშის) გულსართით, კანის შიგნით შევაცუროთ თხლად დაჭრილი ნივრის ფირფიტები ყველთან ერთად, ჩავდოთ მინის ფორმაში და შევდგათ ღუმელში. სანამ ქათამი შეწითლდება, გამოვიღოთ, გარშემო მოვაწყოთ დარჩენილი ატრია და შევაწითლოთ. მოვაყაროთ მწვანილი.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული