Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღლის ჩაშუშული ცხარე სოსისითა და სოკოთი

1 ცალი კურდღელი აქნილი (8-10 ნაწილად)
300 გრ. სოკო (მინდვრის ან სათბურის);
300 გრ. შებოლილი ცხარე სოსისი - დაჭრილი თითო ლუკმებად (არ ქონის შემთხვევეში შეიძლება ჩანაცვლდეს შებოლილი ლორით (თხლად დაჭრილი) ან სოსისით "მონადირული");
2 თავი საშუალო ზომის ხახვი, დაჭრილი;
2 კბილი ნიორი დაჭრილი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
მარილი, წიწაკა.
1,5 ჭიქა თეთრი ღვინო ან შერი;
1 ქილა (200 გრ) მთლიანი ან დაჭრილი პომიდორები;
ზეთი - (არარაფინირებული)
1 კონა ოხრახუში, დაჭრილი ბოლოს მოსაყრელად
1 ცალი დარიჩინი (სურვილისამებრ);
1/2 მუსკატის კაკალი დახეხილი (ესეც სურვილისამებრ)

გაახურეთ აირ-ღუმელი 175 გრადუსამდე. საჭიროა ღრმა თუნუქის ფურცელი (კიდეები რომ 5სმ სიმაღლის მაინც ქონდეს). მოასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ კურდღლის ნაჭრები, სოსისი, სოკო, ხახვი, ნიორი, სუნელები, ღვინო. მოკლედ ყველაფერი რაც ზემოთ წერია და აურიეთ კარგად. შედგით ღუმელში. მზად არის დაახლოებით 1,5 საათში (მომზადებას შეატყობთ, როცა ხორცი რბილი იქნება და ადვილად მოშორდება ძვალს). წვენს თითქმის ჩაიშრობს და სოუსის (საწებლის) სისქის დარჩება.

ძალიან უხდება ახალ, კარაქში მოთუშულ სტაფილოს, ბარდას.+ "ცოცხალი" სალათა მწვანე ფოთლები, კიტრი, სიმინდის მარცვლები, ზეთისხილი. პიურე ან სქლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი.
 
© peppi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.