Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო - ახლობლების რჩევით?

ავსტრალიელმა მარკეტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ღვინის მოყვარულები ამ შესანიშნავი სასმლის არჩევისას ყველაზე მეტად ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევას ითვალისწინებენ და არა სპეციალისტების. 
მარკეტინგული კომპანია Nielsen-ის კომერციული კვლევისა და მომხმარებელთა ქცევის შემსწავლელი განყოფილების ხელმძღვანელმა მაიკლ უოლტონმა განაცხადა, რომ ღვინის მოყვარულთა 84% ჯერ კიდევ ახლობლებისა და მეგობრების რჩევით ყიდულობს სასმელს. თუმცაღა, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების საიტებზე განთავსებულ რეკომენდაციებს. Nielsen-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ღვინის მოყვარულთა 69% ენდობა ოფიციალურ რეკომენდაციებს, დაახლოებით 68%-სათვის კი მეტად მნიშვნელოვანია სხვა მომხმარებელთა გამოხმაურებები, რომლებიც კომპანიების საიტებზე გვხვდება. 
ბატონი უოლტონი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებს, რომ მომხმარებელთა ნდობა უკეთ გამოიყენონ და მოგება გაზარდონ: ვებგვერდებზე განთავსებულ რეკომენდაციებს ხომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ელიტური, ძვირფასი სასმლის მოყვარულები ითვალისწინებენ. 
Nielsen-ის მონაცემებით, მწარმოებლისადმი მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელმა 2013 წლის ივნისში ინდონეზიაში 124% შეადგინა, ჩინეთში – 110%, ავსტრალიაში – 98%, ხოლო აშშ – 96%. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.