Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი ღვინოში ბერძნულად (კუნელი სტიფადო)

საჭირო მასალა: 1 საშუალო ზომის კურდღელი, 1 კგ ხახვის პატარა თავები, 2 თავი მოზრდილი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 400 გ დაკონსერვებული პამიდორი, 100 მლ წყალი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 50 მლ მშრალი წითელი ღვინო, 1 ჭიქა წყალი, 2 ჩხირი დარიჩინი, 5 წიწვი როზმარინი, 5 მარცვალი შავი პილპილი, 0.5 ჩ.კ. შაქარი, 100 მლ ძმარი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით, ზეითუნის ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: მოვამზადოთ მარინადი – 2 დაფნის ფოთოლი, წყალი, ძმარი, როზმარინი, 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 ალყა-ალყა ხახვი დაჭრილი ავურიოთ და მასში მოვათავსოთ დაჭრილი კურდღელი. მარინადში ხორცი რამდენიმე საათი გავაჩეროთ, სასურველია მთელი ღამე, შემდეგ ამოვიღოთ და შევამშრალოთ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და 1 კბილ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად მოვშუშოთ 1 თავი დაჭრილი ხახვი. დავამატოთ ხორცი და შევბრაწოთ. დავასხათ წყალი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ მთლიანი პატარა ხახვები 1 კბილ ნიორთან ერთად შემდეგ გადავიტანოთ კურდღლის ხორციან ქვაბში. დავუმატოთ ღვინო, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, პამიდორი, დარიჩინი, შაქარი, პილპილი, წიწაკა, მარილი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ მომზადებამდე. წვენი უნდა ჩასქელდეს. დარიჩინის ჩხირები ამოვიღოთ შუშვის ბოლოს. კურდღლის სტიფადო სუფრასთან მიაქვთ მწვანე სალათასა და ფეტასთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული