Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნუშის ნამცხვარი

როდესაც პარკში პიკნიკს აწყობ, მთავარია, ადვილად მოსამზადებელი კერძები შეარჩიო. გამზადება წინასწარ უნდა შეგეძლოს, მერე გაზქურას რომ არ მიეჯაჭვო. კერძი ცივად უნდა იჭმეოდეს, მისი შეთბობა რომ არ დაგჭირდეს. ნაკლებ მარილსა და ცხიმებს უნდა შეიცავდეს, ჯანსაღი რომ იყოს. სახლში გამომცხვარი ორცხობილები ასეთ დროს საუკეთესოა.

შემადგენლობა:
1 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ქოქოსი
ნახევარი ჭიქა დანაყილი ნუში
3 კვერცხის ცილა (აუქაფებელი, ოდნავ გათქვეფილი)
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
ერთი დანის წვერი მარილი
 
მომზადების წესები:
1.      ყველა ინგრედიენტი ერმანეთს აურიეთ და ხელით ან მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
2.      გამოიყენეთ ტაფა, რომელიც არ იწვავს ან დაიხმარეთ პერგამენტის ქაღალდი. ხელები დაისველეთ და გააკეთეთ პატარა ბურთები. ტაფაზე ისინი 2 სანტიმეტრის დაშორებით დააწყეთ.
3.      გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ გამაგრდება და კიდეები ღია ყავისფერ ფერს არ მიიღებს. ამას, დაახლოებით, 15 წუთი დასჭირდება. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და სანამ მიირთმევთ, გაგრილებისთვის ნახევარი საათი აცადეთ. რაც ყველაზე მოსახერხებელია, ნამცხვარი თავდახურულ ჭურჭელში 3 დღეზე მეტხანს ინახება.
 
მომზადების ხანგრძლივობა: ნახევარი საათი, პლუს დრო გაგრილებისვის.
რაოდენობა: დაახლოებით, 24 ცალი.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული