Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრა ხორცის შიგთავსით

1 კგ.ხორცი. ღორის (ან ცხვრის) ნეკნები
2 დიდი თავი ხახვი
ორცხობილა (სახლში შეგიძლიათ დაჭრათ პურის ნაჭრები და ტაფაში შეაწითლოთ)
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი მწარე წიწაკა
ოხრახუში, ქინძის თესლი (ცხვრის ხორცს ქინძი, როზმარინი, ძირა)
4 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი
არაჟანი (თუ ღორის ხორცია, ცხვრის ხორცს არ სჭირდება)
1 ცალი საშუალო ზომის გოგრა
დავჭრათ ხორცი საშუალო ნაჭრებად და დავაწითლოთ ძლიერ ცეცხლზე (ზეთში ან კარაქში). ხორცს დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ცოტათი მოვშუშოთ. გავხსნათ ბულიონები წყალში და გავურიოთ 3-4- კოვზი არაჯანი. გოგრას თავი ლამაზად ამოვაჭრათ, ამოვიღოთ თესლები და ფსკერზე ჩავუყაროთ  ქინძის თესლი+ სუხარი+ბულგარული წიწაკის რამოდენიმე ნაჭერი+ცხარე წიწაკა და მოვაყაროთ მოშუშული ხორცის ნახევარი+მწვანილი. გავიმეოროთ მეორე ფენა და ბოლოს მოვასხათ არაჟნიანი ბულიონი+მწვანილი. მარილი ცოტა დავამატე, ბულიონები ისედაც მარილიანია! დავაფაროთ გოგრას თავი და შევდგათ ღუმელში 2 საათით, 200 გრადუსზე.
 
© rtuli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.