Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აღმოსავლური არომატი

ამ კერძის მადისაღმძვრელობას ორი რამ განაპირობებს: ხორცის ბურთულები და სალათის ფოთლები, რომლის მაგივრობასაც ზოგჯერ ვაზის ფურცელი წევს.
ხორცისგან პატარა ბურთებს გააკეთებთ და სალათის ნორჩ ფოთლებში გაახვევთ. ხორცის მეორე ნახევრისგან გაკეთებულ სფეროებს კი ფოთოლში გაუხვეველს დატოვებთ და ბურთებს ერთმანეთის მონაცვლეობით დააწყობთ.
სალათის ფოთლებს ერთგვარი შთამაგონებლის ძალა ჰქონდათ ჩემთვის. დაახლოებით, 36 შემოდგომის წინ, ჩრდილოეთის შტატების ვენახებში სეირნობისას, თავში გამიელვა აზრმა, რომ “შემფუთველის” ფუნციას ვაზის ფოთებიც ითავებდნენ. მოვწყვიტე რამდენიმე მათგანი, გავასუფთავე, მსხვილი ღეროები და ძარღვები მოვაცალე და ბრინჯთან ერთად მომზადებისას გამოვიყენე. შედეგი გამაოგნებელი იყო! შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ქილებში შენახვაც შეიძლება. ასე რომ, ყოველი მომზადებისას ვენახში გაქცევა არ არის საჭირო.
მომზადებისას ბატკნის ხორცს, სიმინდის მარცვლებს, უცხო სუნელსა და პიტნას ვიყენებ. ეს ყველაფერი ნაწილია იმ აღმოსავლური სულისა, რომელსაც ეს კერძი ატარებს.
 
ხორცის ბურთების შემადგენლობა:
1/4 ჭიქა სიმინდის მარცვალი;
700 გრ. ახალი ხორცი;
1 მცირე ზომის დაკეპილი ხახვი;
2 კბილი დანაყილი ნიორი;
1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი;
1/4 ჭიქა დაკეპილი პიტნა;
მარილი და შავი წიწაკა;
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (გემოვნების მიხედვით – შეიძლება მეტიც);
16-20 დაუზიანებელი სალათის ფურცელი;
ლიმნის ნაჭერი სილამაზისთვის.
 
მომზადების წესები:
1.      გაჟღინთეთ სიმინდის მარცვლები ცხელი წყლით (გააჩერეთ წყალში 15 წუთიდან ნახევარ საათამდე). გაწურეთ საწურზე (ეცადეთ, წყალი არ შეაყოლოთ) და კარგად აურიეთ ყველაფერი (სიმინდი, ხორცი, ხახვი, ნიორი, უცხო სუნელი, პიტნა, მარილი და წიწაკა) ერთმანეთში. მიღებულ მასას ხელით მიეცით ორ სანტიმეტრნახევრიანი დიამეტრის ბურთების ფორმა.
2.      დაასხით ზეთი განიერ ტაფაზე და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. როცა გაცხელდება, ხორცის ბურთები ზედ მოაწყეთ და 6-8 წუთით გააჩერეთ. ბურთები ყოველ 2 წუთში ერთხელ გადააბრუნეთ.
3.      დიდ წყლიან ქვაბში ჩაყარეთ მარილი. იქვე გამზადებული იქონიეთ უხეშღეროებგაცლილი, გასუფთავებული სალათის (ვაზის) ფოთლები. ფოთლები მდუღარე წყალში ჩაუშვით და დაელოდეთ 1-2 წუთით, ვიდრე ისინი დამყოლი არ გახდება. შემდეგ ქაფქირით წყლიდან ამოიღეთ. გადაავლეთ გრილი წყალი და გააშრეთ. ფოთლები რბილი უნდა იყოს და ოდნავ ნესტიანი – ისე, რომ გადახვევისას ბოლოები ერთმანეთს მიეკრას.
4.      ბასრი დანით ფოთლები ღეროს გასწვრივ, ორივე მხარეს, შუაზე ჩაჭერით და ღერო გადააგდეთ. ფოთლის ნაწილებს თავი და ბოლო ჩამოაჭერით ისე, რომ მართკუდხა ფირფიტები მიიღოთ. ფირფიტის შუა ნაწილში ხორცი მოათავსეთ და ორივე მხრიდან შეფუთეთ. თეფშზე დაწყობისას დავიცვათ პრინციპი: ერთი შეფუთული ბურთი, მეორე შეუფუთავი ბურთი... სუფრასთან მიიტანეთ ლიმნით.
მომზადების ხანგრძლივობა: 1 სთ. 8 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული