Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძვირფასესი ათეული

ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სასმელთა ათეული გამოქვეყნდა. 2011 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ყველაზე ძვირფასი ღვინოა 1992 წლის კალიფორნიული წითელი Screaming Eagle. 2008 წელს, ნაპას ველზე გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე ეს ღვინო 500 000 დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი გახდა კომპანია Cisco Systems-ის ტოპ-მენეჯერი ჩეიზ ბეილი.

მეორე ადგილი დაიკავა 1947 წლის ღვინომ სენტ-ემილიონიდან - Chateau Cheval Blanc, რომელიც ჟენევაში გამართულ Christie's-ს აუცქიონზე 304 580 დოლარად გაიყიდა.

3. კომპანია Heidsieck-ის 1907 წლის შამპანური Shipwrecked, მოსკოვის სასტუმრო Ritz-Carlton -ის ერთმა მდიდარმა მობინადრემ 275 000 დოლარად შეიძინა.

4. 1869 წლისChateau Lafite-Rothschild  ჰონკონგში გამართულ აუქციონზე 232 700 დოლარად გაიყიდა.

5. შოტლანდიური ვისკი – Dalmore 64 Trinitas  160 100 დოლარად შეიძინეს.

6. 1787 წლის Chateau Lafite  – ლონდონში 160 000 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ  ეს ღვინო თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტს - თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა.

7. 1945 წლის Romanée Conti -  ჟენევაში გამართულ Christie's-ს აუქციონზე ამერიკელმა კოლექციონერმა მასში 123 900 დოლარი გადაიხადა.

8. 1945 წლის Chateau Mouton Rothschild  1997 წელს ლონდონში გამართულ Christie's-ს აუქციონზე 114 600 დოლარად გაიყიდა.

9. 1865 წლისChateau Lafite - ევროპელმა კოლექციონერმა მასში 111 600 დოლარი გადაიხადა.

10. 1787 წლის Chateau d'Yquem  ამერიკელმა კოლექციონერმა 100 000 დოლარად იყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.