Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ხორცი ყველით და ბეკონით


მასალა:
-1 კგ ღორის (არც ძალიან მსუქანი) ან ხბოს ხორცი
- 12 ნაჭერი ბეკონი
- 12 ნაჭერი ყველი ჩედარი ან სხვა
- დაცეხვილი მდოგვი
- მდოგვი
- 12 სალბის ფურცელი
- მარილი
- პილპილი
- 1 ჭიქა თეთრი ღვინო
- ძაფი

 
მომზადება:
ხორცის მოგრძო ნაჭერი დაჭერით თითის სისქეზე, ისე, რომ ბოლომდე არ ჩახვიდეთ და ძირში ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები. განაჭრებში ჩააყარეთ: მდოგვი, ბლომად პილპილი და ცოტა მარილი. ასევე ჩადეთ ორ-ორი ყველის ნაჭერი, შუაზე გადაკეცილი ბეკონი, და 1-2 სალბის ფოთოლი. შემდეგ შეკარით ძაფით. ჩადეთ ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დააყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ცოტა სალბის ფოთლები. მოამზადეთ სოუსი: ღვინოში შეურიეთ ორი სუფის კოვზი მდოგვი და 4 სუფის კოვზი ნაღები ან არაჟანი. ნაწილი ძირზე მოუსხით, ნაწილი ზემოდან ასხით წვის პროცესში. შეწვით 200°-ზე წინასწარ გახურებულ ქურაში 45 წუთის განმავლობაში. გამოღების შემდეგ, ფრთხილად დაჭერით სიგრძეზე, რომ არ დაიშალოს. გარნირად კარგია კარაქში გადაზელილი მოხარშული ყვითელი კარტოფილი.
 
©WALLON

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული