გამოქვეყნებულია: 9 თებერვალი, 2013 - 19:50
საჭირო მასალა: 500 გ ღვიძლი, 1 ჭიქა ბრინჯი, 2 თავი ხახვი, 1,5 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. მაიონეზი, 2 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. სახამებელი, ზეთი – შესაწვავად, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი და უმი ღვიძლი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ფქვილი, სახამებელი, მაიონეზი, კვერცხი, მარილი და პილპილი. ფარში ამოვიღოთ დასველებული კოვზით, მოვათავსოთ გახურებულ ტაფაზე დასხმულ ზეთში და შევწვათ ორივე მხრიდან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი