Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის მჭლე სამი პილპილის სოუსში

მასალა:
1 - 1,5 ღორის მჭლე ხორცი (შეიძლება ხბოც)
50 გ. კარაქი
2 ხახვი
1 კ. ქონდარი
2 სუფრის კოვზი ახლად დანაყილი შავი პილპილი
2 სუფრის კოვზი დაუფქველი მწვანე პილპილი
2 სუფრის კოვზი დაუფქველი ვარდისფერი პილპილი
2 სუფრის კოვზი ცხარე მდოგვი

300 მლ. არაჟანი
200 მლ. საქონლის ბულიონი
1 დიდი ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
მარილი, ზეთი

 
მომზადება:
ხორცს შესაწვავად შედგამთ თუჯის დახურული ჭურჭლით, მანამდე დაამატებთ ცოტაოდენ ზეთსა და წყალს (ღუმელი 200°-ზე უნდა იყოს გახურებული), დატოვებთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში (გააჩნია ხორცის რაოდენობას და ხარისხს). ამასობაში ტაფაზე კარაქში შეაყვითლებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, ჩააყრით სამ პილპილს, ქონდარს, დაუმატებთ მდოგვს, არაჟანს, ბულიონს, ღვინოს, მარილს. გამოიღებთ ხორცს, დაჭრით საშუალოდ თხელ ნაჭრებად, მოაყრით მარილს, დაასხამთ სოუსს და ისევ შედგამთ ღუმელში თავახდილს (180°-მდე დაუწევთ). დროდადრო უნდა ურიოთ სოუსს ხის კოვზით, და დააცადოთ, სანამ სოუსი არ განახევრდება. გამოღების შემდეგ ცოტა გაგრილება აცალეთ.
 
© WALLON

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული