Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Chicken Korma

საჭირო მასალა: 400 გ ქათმის ფილე, 1 თავი ხახვი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. ძირას მარცვლები, 1 ჩხირი დარიჩინი, 3-4 მარცვალი ილი, 2-3 ცალი მიხაკი,  1 ჩ.კ. ყვითელი კოჭა, 1-2 ც.კ. დანაყილი ქინძის თესლი, 50 გ თხილი კეშიუ, 150 მლ ქოქოსის რძე, 120 მლ იოგურტი, 2-3 ს.კ. ზეთი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ ძირა, ხმელი ქინძი, მიხაკი, ილი, დარიჩინი და 1 წუთი ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ  წვრილად დაჭრილი ხახვი. 3-4 წუთში ჩავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ჯანჯაფილი და 4-5 წუთის შემდეგ დავუმატოთ წმინდად დაფქული კეშიუ და ქოქოსის რძე. 2-3 წუთის შემდეგ ჩავასხათ იოგურტი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი და 15-20 წუთი თავდახურული ვხარშოთ. მივირთვათ ბრინჯის გარნირთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული