Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იას მეღვინეობა - მცირე მარნების ანთოლოგია (94)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემი ნაბიჯები ღვინის ინდუსტიაში იწყება დიდი აღმოჩენით, მთავარი ინსპირაცია სწორედაც, რომ კახეთში, გურჯაანში, სოფლის ძველ სახლში სრულიად მოულოდნელად ჩემი უფროსი შვილის ნიკოლოზის მიერ ქვევრის აღმოჩენა გახდა. ჯამში 19 ქვევრი გვაქვს მარანში საუკუნეზე მეტი ხნის.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- წინანდლის მიკრო ზონაში გვაქვს ვენახი. საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე. სამომავლოდ იშვიათი ჯიშების გაშენებას ვგეგმავ.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო

- ქვევრის საფერავს, ქვევრის რქაწითელს, როზეს, ევროპულ სუფრის ღვინოს. თეთრს და წითელს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- წელს მეექვსე რთველი უნდა ჩავატაროთ, დიდი ოჯახური ფუსფუსი არის ყველაზე საყვარელი პროცესი.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინო პირველად ონლაინ პლატფორმა სოფლიდან.ჯის მეშვეობით გაიცნო და შეიყვარა მომხმარებელმა. ამჟამად რამოდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი, თბილისის ისტორიულ მუზეუმი ქარვასლა, მეიდანზე, ქარხანა #1, ღვინის საელჩო.

-  გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- გასულ წელს პირველი ექპოსტი გვქონდა - გერმანიაში, ქ. ბერლინში. მენეჯერთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ვიზიტით ვიმყობებოდი გერმანიაში, არაერთი დეგუსტაცია გვქონდა სხვადასხვა ლოკაციებზე. ძალიან მალევე მივიღე შეკვეთა და პირველი ექსპორტი წარმატებით შევასრულეთ.  

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულე გამოცდილების არ ქონა გახლდათ. მევენახეობა/მეღვინეობა ტრადიციული დარგი კია, მაგრამ მე პირადად არანაირი შეხება არ მქონია, არც ჩემს მშობლებს. პირველი რთველიც ქვევრების აღმოჩენის შემდგომ ჩავატარეთ იმ დროს  მიღებული ემოციები წარუშლელია. ამიტომ ავსახეთ ეტიკეტებზე ყველა ემოცია.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- თანამედროვე მიდგომები, გამოცდილება და დამოკიდებულება დარგის მიმართ.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის

გამოცდილებების გაცვლა მსოფლიოს წამყვან მეღვინეობებთან, ცოდნის მუდმივი განახლება, თანამშრომლობა და  მიმღებლობა.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჩემს თავსაც იგივეს ვუსურვებ რასაც სხვას, შევძლოთ და მივიღოთ, წარმოვაჩინოთ  ის სიკეთე რაც ამ პროდუქტს - ღვინოს გააჩნია.  

მარნის მისამართი: გურჯაანი. სოფ. გურჯაანი
ტელეფონი: +995 599 266 112
ელფოსტა: iakowines@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი:  https://www.facebook.com/profile.php?id=100075806022986&mibextid=ZbWKwL

https://gogonuri.b2c.ge/

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული