მსოფლიოში ალკოჰოლის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Diageo მოღვაწეობის არეალს აფართოებს. სულ ახლახან კომპანია ვარდისფერი შუშხუნა ლიქიორის - NUVO -ს 70%-იანი წილის მფლობელი გახდა. შუშხუნა ლიქიორის პირველი პარტია Diageo-მ ნიუ-იორკელ ბიზნესმენ რაფაელ იაკობისთან ერთად ჩაუშვა წარმოებაში. დღეს მისი გაყიდვების მაჩვენებელი შთამბეჭდავია - მსოფლიოში ყოველწლიურად 250 000 კეისი ლიქიორი NUVO იყიდება, რომლის 750 მლ. მოცულობის ბოთლიც საშუალოდ 27-30 დოლარი ღირს. ლიქიორი NUVO ლამაზ მინის ბოთლშია ჩამოსხმული, სასიამოვნო ვარდისფერია და არყის, შუშხუნა ღვინისა და ხილის ნექტარის კოქტეილს წარმოადგენს. კომპანია Diageo-ს პრეზიდენტმა ლარი შვარცმა განაცხადა, რომ მათი და ბიზნესმენ რაფაელ იაკობის თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა, ამიტომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ პარტნიორობას და მხოლოდ ამ ბრენდით არ დაკმაყოფილდებიან.
თქვენი კომენტარი