Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სუპი ხინკლით

 ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი და შევაზავოთ დაფნის ფოთლით ან ძმრით.

რბილი ხორცი, ქონი, ხახვი, ოხრახუში, ქინძი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ შავი პილპილით, მარილით; ძვლებისაგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომლის დამზადების წესი ასეთია: 400 გრამი ფქვილისაგან და ერთი კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. სპეციალური საჭრისით ან ჩაის ჭიქის პირით ამოვჭრათ რგოლები. თითოეულ რგოლზე დავდოთ თითო ჩაის კოვზი ხორცის სატენი, ცომის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ, რომ მივიღოთ ნახევარწრე.
შემდეგ ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
 
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ქონი - 100 გრამი
პურის ფქვილი - 400 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ხახვი - 2-2 თავი
დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
 
თამარ ლომიძე

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.