საჭირო მასალა: 500 გ ქათმის ფარში, 2-3 ცალი დაჭრილი კარტოფილი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი, 1 ს.კ. ტომატ-პასტა, 0,5 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა, 1,5 მლ წყალი, მწვანილი - სურვილისამებრ.
მომზადება: ქათმის ფარშს დავუმატოთ მარილი და ჩაის კოვზით გავაკეთოთ პატარა ბურთულები. ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ კარტოფილი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ჩავაწყოთ ქათმის ფარშის ბურთულები და 5 წუთი ვადუღოთ. პარალელურად ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, შევურიოთ ტომატ-პასტა, ცოტა ცხელი წყალი და 7 წუთი ვშუშოთ. სუპში მოვათავსოთ მოშუშული ბოსტნეული, სიმინდი და წამოვადუღოთ. ბოლოს შევანელოთ წიწაკითა და მარილით. სუპი სუფრასთან დაჭრილ მწვანილთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი