Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ქალი მეღვინეების ტური ლონდონში

Georgian Madams 20 ქართველ მეღვინე ქალს აერთიანებს, რომლებიც 23-25 მაისამდე ბრიტანელ პროფესიონალებსა და ენთუზიასტებს თავიანთ ღვინოს წარუდგენენ. ტური მოეწყო ასოციაცია “ქალები ღვინის ინდუსტრიაშის” ინიციატივით. WIWI საქართველოში ღვინი სსფეროში მომუშავე ქალების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით შეიქმნა, ხშირად აორგანიზებენ ფესტივალებსა და დეგუსტაციებს, მათ შორის, იაპონიასა და პოლონეთში.

ტურში მონაწილე მეღვინეები როგორც ცნობილი, ისე ახალი, მცირე საოჯახო მარნების სახელით გამოვლენ: “ეს ქალები ერთმანეთის მხარდასაჭერად, ინტერესისა და ცნობადობისასამაღლებლად იკრიბებიან, რათა ერთად შეიტანონ  ღვინის სექტორის განვითარებაშიწვლილი, რომელიც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასაც გულისხმობს” - ვკითხულობთ Georgian Wine Uk-ის გვერდზე.

ლონდონში დეგუსტაციები 23, 24 და 25 მაისს გაიმართება. დელეგაცია ასევე ესტუმრება საქართველოს ელჩს დიდ ბრიტანეთში Vinters Hall-ში პარასკევს, 26 მაისს, საქართველოსდამოუკიდებლობის დღეს. ღვინის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან და ამზადებენ თეთრ, ქარვისფერ, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს. მათგან ბევრი იყენებს დაბალი ინტერვენციის მიდგომას და აქცენტს ადგილობრივ, რეგიონულ ჯიშებზე აკეთებენ. მათ მარნებს შორის ზოგი წელიწადში რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს მხოლოდ, ზოგს კი უკვე საერთაშორისო ბაზრებზე გააქვთ თავიანთი პროდუქცია: "ასოციაციის მიზანია, რომ  დაეხმაროს ქალბატონებს  პროფესიულ განვითარებაში,  გამოავლინოს მათი პოტენციალი ღვინის წარმოების მხრივ,  დაეხმაროს  სამეწარმეო ხედვის ჩამოყალიბებაში,  გაუწიოს მათ პროდუქციას რეკლამირება სხვადასხვა გამოფენის მეშვეობით. ასოციაცია აერთიანებს 40-მდე მეღვინე ქალ მეწარმეს. 2023 წელს ვგეგმავთ ტრეინინგებს წევრებისათვის, ღვინის ხარისხის ამაღლებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებებს და ასევე სხვა აქტივობებს, რომლებიც უშუალოდ ასოციაციას განვითარებისათვის არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ასოციაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გაერთიანებებთან ღვინის სექტორში (პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და სხვა). ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა სხვა ქვეყნის მეღვინე ქალების გამოცდილების გაზიარება, ამ მიზნით ასოციაცია ბევრს მუშაობს, უახლოეს მომავალში ადგილზე  გავეცნობით გერმანელი, ავსტრიელი,  ავსტრალიელი, სამხრეთ აფრიკელი  ქალების გამოცდილებას." - გვიამბობს მარინა ავალიშვილი

23 მაისს გაიმართება Trade and Press tasting, სადაც WIWI-ის წევრები თავიანთი პროდუქციით ღვინის ვაჭრობით დაინტერესებულ პირებსა და პროფესიონალებს გაუმასპინძლდებიან. 24 მაისს ყველა დაინტერესებულ პირს, ღვინის მოყვარულსა და ენთუზიასტებს შეეძლებათ მათი ღვინის დაჭაშნიკება, 25 მაისს კი სხვადასხვა ღვინს ბარებსა და მაღაზიებში ჩაატარებენ დეგუსტაციებს, მათ შორისაა 80-20shop და Kartuli Restaurant and Wine Shop. ინფორმაციას შეგიძლიათ  Georgian Wine UK-ის გვერდზე გაეცნოთ. ლონდონში შემდეგი მარნები წარადგენენ თავიანთ ღვინოებს.

Ketevan Aladashvili of Berika Winery

Nino Aladashvili of KateWine

Khatia Khidisheli of Khidishlebi

Marina Kakiashvili-Ruadze of Doctor’s bio-cellar

Ia Imerlishvili of Ia’s Winery

Nino Kochiashvili of Kardanakhi Estate

Tinatin Jakhua of TinaTinWine

Sophia Muchiauri of Sopho’s Family Winery

Manana Akhvlediani of Madam Wine

Maia Katsitadze of Marani Sachino

Tamari Khvedelidze of Orta Wine

Nona Mchedlishvili of Dano Winery

Marina Kurtanidze of Marina’s Wine

Gogona Panchulidze of DemisWinery

Gulnara Romanadze of PonginoWine

Miranda Chkhetiani of Miranda’s Wine

Mariami Minadze of Minadze’s Marani Phersvi

Salome Mandzulashvili of Mandzula’s Marani

Tamar Gurgenashvili of Tamarini Wine

Tamuna Veshapidze of Tamarveli Wine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.