Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის საინტერესო მახასიათებლები და ქართული ღვინო ამერიკულ გამოცემაში

 Food & Wine — ამერიკული ჟურნალი, რომელიც ღვინისა და გასტრონომიის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მიიჩნევა, აქვეყნებს სტატიას სათაურით "Is Orange Wine the Same as Skin Contact Wine?", ავტორი ვიკი დენიგი ეძებს პასუხს კითხვაზე: ქარვისფერი ღვინო და კანთან კონტაქტი — ერთი და იმავეა თუ ორი სხვადასხვა ცნებაა?

სტატიაში არა მარტო ტექნოლოგიური დეტალებია განმარტებული, არამედ ქართული ქარვისფერი ღვინის, როგორც ძველი ტრადიციისა და თანამედროვე ბუნებრივი მეღვინეობის მაგალითზეცაა ყურადღება გამახვილებული. სარა ფავინგერი, ბრუკლინის ღვინის მაღაზია Smith & Vine-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ „სკინ-კონტაქტი“ — ანუ ღვინის შეხება ყურძნის კანთან,დურდოსთან —სხვადასხვა ფერის ღვინის დასაბამია. „ის, რასაც ქარვისფერ ღვინოდ მოვიხსენიებთ, მზადდება თეთრი ყურძნისგან, რომელიც ხანგრძლივად რჩება კანთან კონტაქტში. სწორედ ამ პროცესით ღვინო ქარვისფერს შეფერილობას იღებს“ — ამბობს ფავინგერი. „ეს მეთოდი წითელი ღვინის დაყენებას წააგავს, სადაც ყურძნის კანი ფერს, გემოს და ტანინს აძლევს სასმელს. თეთრ ყურძნსაც თუ მცირე ხნით დავტოვებთ კანთან კონტაქტში, მივიღებთ ღია ფერის, თუმცა გამოკვეთილი არომატული პროფილის ღვინოს.“

ქარვისფერი ღვინო – გემო, სტილი და ტრადიციები
ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ ქარვისფერი ღვინო გაცილებით ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მის დამზადებაში ყურძენი იჭყლიტება და წვენი რჩება კანთან კონტაქტში დუღილის დროს, რის შედეგადაც ღვინო იღებს ღრმა ფერს, სხეულს და მახასიათებელ ტანინებს. „დურდოსთან კონტაქტი ღვინოს მატებს სწორედ იმას, რაც წითელ ღვინოებში გვხვდება, ანუ ტანინებს“ — განმარტავს ფავინგერი. „კონტაქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რამდენად ინტენსიური იქნება ტექსტურა.“

რომელი ყურძენი გამოიყენება ქარვისფერი ღვინის დასაყენებლად?
ფავინგერის თქმით, თეთრი ვაზის თითქმის ყველა ჯიში შეიძლება გამოვიყენოთ ქარვისფერი ღვინის დასაყენებლად. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია Pinot Gris, Zibbibo (Muscat), Xarel-lo, Macabeo და ქართული ჯიშები — რქაწითელი, ჩინური, ქისი და კრახუნა: „საქართველო აღიარებულია, როგორც ქარვისფერი ღვინის ისტორიული და თანამედროვე ცენტრი, სადაც ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდა. ბუნებრივი და მინიმალური ჩარევის ღვინის მიმდინარეობის გაფართოებასთან ერთად, მსგავსი სტილის ღვინოებს აქტიურად აწარმოებენ იტალიაში (განსაკუთრებით სიცილიასა და ფრიული-ვენეციაში), სამხრეთ სლოვენიასა და კატალონიაშიც,“ — ამბობს ფავინგერი. სტატიის ბოლოს კი რჩეულ ღვინოებზეც წერს:

  • Pheasant’s Tears Kisi (კახეთი, საქართველო) — ქისი, 6-თვიანი მაცერაცია და 1-წლიანი დაძველება ახალ ქვევრში. იგრძნობთ ქლიავის არომატებს, ფორთოხლის მურაბას, თაფლსა და შავი ჩაის.
  • Venica & Venica Jesera Pinot Grigio (იტალია) — ქარვისფერი Pinot Grigio 4-დან 8 საათამდე მაცერაციით. ატმის, აკაციისა და ციტრუსის ელფერებით.
  • Head High Wines Skin Contact White (კალიფორნია, აშშ) — Chardonnay, Viognier და Muscat-ის ბლენდი. აქვს გამომშრალი ვაშლის, მანდარინისა და ფორთოხლის კანის არომატები.
  • Les Vins Pirouettes Orange Cubique François (ალზასი, საფრანგეთი) — ორგანული ღვინო ადგილობრივი ჯიშებისგან. მასში იგრძნობთ ტროპიკული ხილს, ფორთოხალსა და ტკბილ სუნელებს.
  • Domaine Marcel Deiss ‘Le Jeu des Verts’ (საფრანგეთი) — ბიოდინამიკური ვენახიდან ბუნებრივი საფუარებით, გაუფილტრავი, საინტერესო ღვინო.


ღვინის ფერითა და სტილით ეს ორი ტერმინი შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და გემოვნური სხვაობებია. სწორედ ამ მრავალფეროვნებაში იკვეთება თანამედროვე მეღვინეობის ხიბლი. „რაც უფრო მეტ მეღვინეს მიეცემა შესაძლებლობა კანთან კონტაქტის ტექნიკით იმუშაოს, მით უფრო გაფართოვდება ღვინის ფერების სპექტრი და დაინგრევა საზღვრები თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ ღვინოს შორის — და ეს საკმაოდ ამაღელვებელია,“ - ვკითხულობთ სტატიის დასასრულს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.