Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საგაზაფხულო ღვინის კატეგორიები

გაზაფხულზე, როცა ხანდახან მზესთან ერთად ძალიან თბილა, უფრო ხშირად კი ცივი ამინდები, ქარი და წვიმაა, მნიშვნელოვანია შესაფერისი ღვინოების შერჩევა, რომლებიც სწორედ ასეთ ცვალებად ამინდებს მოუხდება. 

Wine Folly-ზე ავტორი საგაზაფხულო ღვინის სხვადასხვა კატეგორიას გვთავაზობს. სტატიაში გვირჩევენ Rose-ს “ზოგი ძალიან სხეულიანი და სავსეა, ზოგი მსუბუქი, მინერალური და ხალისიანი, მთლიანობაში, უხდება საგაზაფხულო სალათებს კენკრით, ორაგულს, საშიმის ან სუშის” - აღნიშნავს ავტორი. 

შემდეგია Primitivo - განსაკუთრებით გემრიელია წვიმიანი ამინდების დროს სახლში ყოფნისას. უხდება პიცას, ჰამბურგერს ან ობიან ყველს. ეს ჯიში ზინფანდელის ტყუპისცალია, რომლის ყურძნითაც იწარმოება მაღალალკოჰოლური, სხეულიანი და მაღალჟავიანი ღვინოები. მათ ახასიათებს ქლიავის, მუქი ალუბლის, მაყვლისა და სანელებლების არომატი. 

Grüner Veltliner ქვემო ავსტრიული თეთრი ღვინოა. როგორც ავტორი წერს, ის სოვინიონ ბლანის ალტერნატივაა. აქვს ციტრუსებისა და თეთრი წიწაკის სურნელება, ძალიან უხდება საგაზაფხულო კერძებს, სხვადასხვა მწვანილებისა და ციტრუსების ნაზავს. სტატიაში გვირჩევენ ბერძნულ, assyrtiko-ს უფრო არომატული ვარიანტისთვის.

შემდეგია Gamay, რომელიც ნაკლებად ტანინიანი ღვინოა ყვავილებისა და კენკრის სურნელებით. ეს მსუბუქი, გამაგრილებელი, არომატული ღვინოა, რომელიც იდეალურია პიკნიკებზე. უხდება პაშტეტს, ყველს, გრილზე შემწვარ ორაგულსა და ბოსტნეულს. 

Pinot Noir კლასიკური, ელეგანტური წითელი ღვინოა, რომლის ერთი ბოთლის გარეშეც გაზაფხული არ ჩაივლის ხოლმე. პინოს ძირიტადად წითელი ხილის არომატები ახასიათებს, ავტორი ახალზელანდიისა და ორეგონის პინო ნუარს გვირჩევს: “კაშკაშა, მჟავიანობითა და ტანინების დაბალანსებული დონით გამორჩეული პინო ძალიან უხდება შემწვარ თევზს, იხვს, ღორის ხორცსა და პაშტეტებს”. 

Gewürztraminer თეთრი ვაზის ჯიშია, რომელიც ჩრდილოეთ იტალიისა და გერმანიის გარდა გვხვდება ალზასში, საფრანგეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში. აქვს ძალიან არომატული, ყვავილების, ხშირად ვარდის სურნელება, რომელსაც ხშირად ცხარე ან სანელებლებით გაჯერებულ კერძებთან მიირთმევენ. უხდება ფრანგულ ხახვის წვნიანსა და ძლიერ ყველებს. სტატიასა და ღვინის დანარჩენ კატეგორიებს ვრცლად გაეცანით Wineofolly-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული