გამოქვეყნებულია: 1 ივნისი, 2013 - 20:23
საჭირო მასალა: ძირი - 200 გ ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი, 50 გ დაფქული ნუში, 100-140 გ გამდნარი კარაქი. გულსართი – 4 დიდი კვერცხი, 1 თავმობმული ჭიქა შაქარი, 500 გ რიკოტა ან ცხიმიანი, მშრალი ნადუღი, 2-3 ს.კ. ათქვეფილი ნაღები, 1 ს.კ. ქოქოსის რძე, 2 ჩ.კ. სახამებელი, 2 თავმობმული ს.კ. ფქვილი, 50 გ გამდნარი შოკოლადი, ვანილის ექსტრაქტი – გემოვნებით.
მომზადება: ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დაფქული ნუში, გამდნარი კარაქი და ხელით ჩავტკეპნოთ 20-22 სმ დიამეტრის ფორმაში. გავუკეთოთ გვერდებიც. ფორმა მაცივარში შევდგათ და გულსართი მოვამზადოთ: კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, სანამ მყარ მასას არ მივიღებთ. გულები და შაქარი ერთად ავთქვიფოთ და შევურიოთ რიკოტას ან ნადუღს. დავუმატოთ ნაღები, ქოქოსის რძე, ფქვილი, სახამებელი, ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს ბეზე შევურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს მოვასხათ შოკოლადი და 2-3 საათით მაცივარში შევდგათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი