Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნამცხვარი ჩაროხი

საჭირო მასალა: ცომი – 500 გ ფქვილი, 1 ჩკ. საცხობი ფხვნილი, 50 გ ფქვილი, 70 გ შაქარი, 1 კვერცხი, 200 გ დარბილებული კარაქი, 100 მლ რძე.

გულსართი – 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, 4 ს.კ. შაქარი, 70 გ ნიგოზი, 5 საშუალო ვაშლი, დარიჩინი – გემოვნებით.

შაქრის პუდრა - მოსაყრელად

მომზადება: ვაშლი გავფცქვნათ, ამოვაცლოთ თესლი და თხლად დავჭრათ. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ ცოტა წყალი და დავაყაროთ შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და როცა წყალს დაიშრობს, გადმოვდგათ. დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი. ცომის მოსამზადებლად შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რძე, გაცრილი ფქვილი და საცხობი ფხვნილი. მოვზილოთ ნაზი და ამასთან ელასტიკური ცომი. გავყოთ ორად, გავაბრტყელოთ მართკუთხედად, შემდეგ შუაზე გავჭრათ და თითოეული კვადრატი დიაგონალურად გავჭრათ. მივიღებთ სამკუთხედებს. თითოეული სამკუთხედი დავსეროთ, ზედ მოვათავსოთ გულსართი და შევკრათ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. ნამცხვარი ოდნავ შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.