Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსხლისა და თხილის ტარტი

საჭირო მასალა: ცომისთვის – 120 გ ფქვილი, 100 გ დაფქული თხილი, 1 ცალი კვერცხი, 50 გ შაქარი, 0,5 ლიმონის ცედრა, 200 გ ცხიმიანი ხაჭო, 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. გულსართისთვის – 2 ცალი დიდი მსხალი, 50 გ შაქარი, 0,5 ლიმონის ცედრა და წვენი, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ცალი კვერცხი, 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია. ნუშის ფირფიტები – მოსართავად.

მომზადება: ცომის ინგრედიენტები ავურიოთ და მოვზილოთ ცომი. თუ ცომი ხელს ეკრობა, კიდევ დავუმატოთ ცოტა ფქვილი. ცომი ფქვილიანი ხელებით გავაბრტყელოთ ფორმაში და გავუკეთოთ გვერდები. მსხლები გავფცქვნათ, მოვაშოროთ თესლი, დავჭრათ და მჭიდროდ დავაწყოთ ცომზე. გულსართის დანარჩენი ინგრედიენტები ავთქვიფოთ და მსხალზე გადავანაწილოთ. ნამცხვარი შევდგათ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წუთი ვაცხოთ. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ ნუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული