Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარწყვის პარფე

საჭირო მასალა: 500 გ მარწყვი, 2 ს.კ. შაქარი, 1 ჭიქა დაფხვნილი ტკბილი კრეკერი, 2 ს.კ. კარაქი, 350 გ ნაღების ყველი, 0,5 ჭიქა არაჟანი, 2/3 ჭიქა შაქრის პუდრი, 2 ჩ.კ. ამარეტო, 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები, პიტნის ფოთლები – მოსართავად.

მომზადება: მარწყვი გავარჩიოთ, დავჭრათ და 1 ს.კ. შაქარი მოვაყაროთ. კრეკერის ნაფხვენს შევურიოთ გამდნარი კარაქი და 1 ს.კ. შაქარი. ნაღების ყველი გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ არაჟანი, შაქრის პუდრი, ამარეტო და ერთად ავთქვიფოთ. მეორე ჯამში კარგად ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ყველის კრემს. მარწყვი, კრეკერი და კრემი სასურველ ფორმებში ფენა-ფენა ჩავდოთ და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული