Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კვერცხის ფლანი

საჭირო მასალა: 5 ცალი დიდი კვერცხი, 750 მლ ცხიმიანი რძე, 10 ს.კ. შაქარი, 3 ს.კ. შაქარი და ცოტა წყალი – კარამელისთვის, დაჭრილი ნიგოზი - მოსართავად.

მომზადება: 3 ს.კ. შაქარს დავასხათ ცოტა წყალი ვადუღოთ, სანამ კარამელიზაცია არ დაიწყება, შემდეგ კი გადავიტანოთ ფორმაში, რაშიც უნდა მოვამზადოთ დესერტი. ავთქვიფოთ რძე, შაქარი და კვერცხი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ, დავასხათ კარამელს და ჩავდგათ წყლით სავსე ფორმაში. ამ ფორმით დესერტი შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. დესერტში ჩავარჭოთ დანა, თუ დანას გვერდებზე კვერცხის მასა არ მიეკრო და სუფთა ამოვიდა, ესე იგი, მზადაა, გამოვიღოთ ღუმლიდან, შევაგრილოთ და შემდეგ მაცივარში შევდგათ გასაცივებლად. სანამ კარგად არ გაცივდება, ფლანი ფორმიდან არ გადმოვიღოთ. სუფრაზე გატანის წინ ფლანს მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.