გამოქვეყნებულია: 31 მაისი, 2010 - 16:52
საჭირო მასალა: 4 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქრის პუდრა, 3 ჩ.კ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, 300 მლ. 33-35%-იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 200-300 გ. კენკრა, ცოტა მარილი
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 150 გრადუსზე. გაციებული კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ ცოტა მარილთან ერთად, თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ, ბოლოს შევურიოთ სახამებელი და ძმარი. მასა უნდა იყოს პრიალა, სქელი, წელვადი და ფორმას უნდა ინარჩუნებდეს. ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ სახამებელი და ზედ 20-22 მმ. დიამეტრზე მოვათავსოთ მომზადებული ბეზეს მასა, შევდგათ ღუმელში. 1,5 საათის შემდეგ ცეცხლი ჩავაქროთ და დახურულ ღუმელში დავტოვოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს არ შეიძლება ღუმლის კარის გამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბეზე გაფუჭდეს. არსებობს გამოცხობის სხვა ვარიანტიც – ბეზეს მასა უნდა შევდგათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 1 საათის შემდეგ ოდნავ გამოვაღოთ კარი და ასე დავტოვოთ დაახლოებით კიდევ 1 საათის განმავლობაში.
სანამ გამომცხვარი ბეზე შეგრილდება, ნაღები და შაქრის პუდრა გავთქვიფოთ, წავუსვათ ბეზეს ტორტს და მოვრთოთ კენკრით.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი