Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარწყვის ღვეზელი

 
 
პროდუქტები:
 
1 ჭიქა ფქვილი
140 გ. კარაქი
2-3 ს/კ შაქარი
50 გ. შოკოლადი
 
გულსართისთვის:
 
450 გ. მარწყვი
50 გ. შოკოლადი
300 გ. ნაღები
4 ს/კ ფქვილი
2 ს/კ შაქარი
3 კვერცხი
1 ს/კ შაქრის პუდრა
1 ჩ/კ დარიჩინი
 
მომზადება:
 
200 გ. კარაქი გავთქვიფოთ შაქართან ერთად და თანდათან შევათქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და 1 საათით დავდოთ მაცივარში. ცომი გავაბრტყელოდ  ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ასეთ მდგომარეობაში დავდგათ მაცივარში კიდევ 15 წუთით, შემდეგ კი გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ გარედან ქერქს არ გაიკეთებს. გავაციოთ. გავადნოთ შოკოლადი და დავასხათ გამომცხვარ ფხვიერ ფენას. ნაღები, ფქვილი, შაქარი და კვერცხის გულები ერთად გავთქვიფოთ და ორთქლზე მოვხარშოთ, სანამ არ გასქელდება, გაციებულს შევათქვიფოთ წინასწარ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა. მომზადებული ფენის ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი მარწყვი, ზემოდან დავასხათ მოხარშული ნაღების მასა და კიდევ 3-5 წუთით დავდგათ ღუმელში.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული