Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპასა და ამერიკაში ქართული ტყემალი, აჯიკა, აჯაფსანდალი, ჯემები და მურაბები გავა - East Fruit

East Fruit  საქართველოზე წერს, როგორც ვკითხულობთ, მეწარმე გოჩა ოთარაშვილის მიერ წარმოებული ხილეულისა და ბოსტნეულის კონსერვები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც გავა, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებსა და სომხეთში. საცდელი პარტიები ახლახანს ბაჰრეინში ჩავიდა. პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია და ქართულ რეცეპტებზეა დაფუძნებული. შეხვდებით ტყემლის რამდენიმე სახეობას, პომიდვრის სოუსებს, აჯიკას, აჯაფსანდალს, ლეჩოს, კომშის, ფეიხოასა და მარწყვის მურაბებს, ხილისა და კენკრის კომპოტებსა და ა.შ 

როგორც გოჩა ოთარაშვილმა East Fruit-თან საუბრისას აღნიშნა, მისი პროდუქცია მინის ბოთლებსა და ქილებში მზადდება, თითო ძირითადად  250 – 500 გრ- მდეა . წლიური წარმოება კი 500 000 ქილაა. წარმოებისთვის ოთარაშვილი ნედლეულს ფერმერებისგან სეზონების მიხედვით იძენს. დამუშავება კი ყველა პროდუქტს სხვადასხვანაირი სჭირდება: „მაგალითად, საწებელისთვის ჯერ პამიდორს ვასუფთავებთ, შემდეგ კი მას ცოტა  მარცვლებიან პომიდორს ვუმატებთ, რაც საწებელას უფრო „სახლურ“ გემოს სძენს, ეს კი მომხმარებელს განსაკუთრებით მოსწონს“ - ვკითხულობთ სტატიაში

East Fruit წერს, რომ ოთარაშვილმა თავდაპირველად ღვინის წარმოება და ექსპორტირება გადაწყვიტა, ნელ-ნელა კი ხილეულისა და ბოსტნეულის დაკონსერვებით გააგრძელა ეს ბიზნესი. წლების განმავლობაში მიწოდების რამდენიმე წყაროც იპოვა: „მანამდე საკუთარი წარმოება არ მქონია, თუმცა პროდუქტებს მაინც ვყიდდი და საექსპორტო ბაზრებს ვამარაგებდი, მაგალითად აშშ-სა და საფრანგეთს. შემდეგ საწარმო ვიქირავე, სხვადასხვა წყაროების დახმარებით კი საბოლოოდ  შევძელი, რომ საწარმო თავად გამეხსნა.“ - აღნიშნავს ოთარაშვილი. 

როგორც მეწარმე ამბობს, ამ ეტაპზე საწარმოს საკუთარი ბრენდი არ გააჩნია. ის თანამშრომლობს Georgian Natural Product-თან და პროდუქციის ნაწილიც ამავე სახელწოდებით გადის ბაზარზე. საფრანგეთსა და გერმანიაში კი „მიმინოს“ სახელით ამოიცნობთ დახლებზე. მისი თქმით, საწარმოს შემდეგი მთავარი ამოცანა წარმოების გზარდაა. პანდემიასა და ფორსმაჟორულ პირობებში გახსნის გამო საკმარისი დრო არ ჰქონიათ, რომ უფრო გაემრავალფეროვნებინათ პროდუქცია. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა, გაფართოებასაც განიხილავენ. სტატიას სრულად East Fruit-ის ვებ. გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.