Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ღვეზელი ბეშამელის სოუსით

საჭირო მასალა: ცომის ხაშისთვის – 100 მლ თბილი წყალი, მწიკვი შაქარი, 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი. ცომი – 2 ს.კ. არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, 0,5 ჩ.კ. მარილი, ფქვილი – რამდენსაც შეიზელს. გულსართი – 3 ცალი მოზრდილი ქათმის ფილე, მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით. სოუსისთვის – 1 ჭიქა რძე ან ქათმის ბულიონი, 50 გ კარაქი, 1-1,5 ს.კ. ფქვილი, მარილი, ჯავზი – გემოვნებით. გასაპოხად - 2-3 ჩ.კ. ფქვილი და ცოტა კარაქი. დამატებით – 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. რძე, 50 გ დარბილებული კარაქი.

მომზადება: თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი, დავტოვოთ 15 წუთი. როდესაც გაფუვდება, დავუმატოთ არაჟანი, კვერცხი, კარაქი და მარილი. მასას ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. დავდგათ ასაფუებლად. ქათმის ხორცი მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. მოვამზადოთ სოუსი: ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და თან ვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას. წვრილი ნაკადით ვასხათ რძე ან ბულიონი და თან ვურიოთ. სოუსს გავუწყოთ მარილი და ჯავზი. 2-3 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან და თუ მასა არაერთგვაროვანი იქნება, საცერში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ. ქათმის ხორცს შევურიოთ სოუსი და დაჭრილი მწვანილი. ცომი ორ ნაწილად გავყოთ. შედარებით მოზრდილი ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში. გავუკეთოთ გვერდები და შიგ მოვათავსოთ გულსართი. ზემოდან დავაფინოთ ცომის მეორე ფენა და 20 წუთი თბილად გავაჩეროთ. ზემოდან წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. ცხელ ღვეზელს წავუსვათ კარაქი და გავაჩეროთ ცოტა ხანს, შემდეგ კი დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული