Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იორკშირის უხორცო პუდინგი

იყო დრო, როცა იორკშირის პუდინგი საშობაო სუფრის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და მას, როგორც წესი, ხორცის უზარმაზარ ნაჭერთან ერთად მიირთმევდნენ. ეს ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ცოტა ადამიანიღა მეგულება, ვინც პუდინგთან ხორს კიდევ მიირთმევს.

სამაგიეროდ, შეგვიძლია ხორციანი პუდინგის არომატით ფუნთუშები მოვამზადოთ. მისი არაჩვეულებრივი გემოს საიდუმლო, მზარეულთა ნაწილის აზრით, ხორცის ცხიმია, მაგრამ კარაქში მომზადებულიც არანაკლებ მადისაღმძვრელია. რაც მთავარია, ძალიან ადვილია მოსამზადებლად.
მისი მომზადება, დაახლოებით, ისე იწყება, როგორც ბლინებისა. შემდეგ კი კვერცხის, რძისა და ფქვილის კომბინაცია ერთვება საქმეში.
შეგიძლიათ, მის გამოსაცხობად სპეციალური ტაფა შეიძინოდ, უფრო ღრმა და ვიწრო ფინჯნებით, რაც ფუნთუშებს კარგად დაბრაწვასა და შეოქროსფრებაში დაეხმარება. მაგრამ ნებისმიერი კექსის ტაფაშიც არანაკლებ გემრიელი გამოდის. მთავარია, კარაქი იყოს ცხელი და ცომი – რბილი.
 
შემადგენლობა:
5 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
2 კვერცხი
1 ჭიქა რძე
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი ახალი (ან ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი) ქონდარი (სურვილის შემთხვევაში)
 
მომზადების წესები:
1.      დააყენეთ ღუმელი მარალ ტემპერატურაზე და კექსის 12-ფინჯნიანი ტაფა მოათავსეთ. თორმეტსავე ფინჯანში გამდნარი კარაქი ჩაასხით და დატოვეთ ღუმელში, სანამ ცომს გაამზადებთ.
2.      აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, რძე, 1 სუფრის კოვზი კარაქი, შაქარი და მარილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ. დაამატეთ ქონდარიც, თუ იყენებთ. ნარევი უნდა გამოვიდეს რბილი და გლუვი.
3.      ფრთხილად გამოიღეთ ტაფა ღუმელიდან და თითოეული ფინჯანი ნახევრამდე გაავსეთ ცომით. გააჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ღუმელს დაუწიეთ და 15 წუთით კიდევ დატოვეთ. ეს, დაახლოებით, ის დროა, რაც ფუნთუშებს გადიდებისა და გაყავისფრებისთვის სჭირდება. სანამ ნახევარი საათი არ გავა, ღუმელი არ გამოხსნათ და ფუნთუშები არ შეამოწმოთ. როგორც კი გამოცხვება, გადმოიღეთ ფინჯნებიდან და მიირთვით ცხლად.
 
მომზადების ხანგრძლივობა: 45 წუთი.
რაოდენობა: 12 ცალი.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული