Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სააგენტო მოუწოდებს მევენახეებს, აგროვადების დაცვით დაკრიფონ ყურძენი და არ აყვნენ პროვოკაციას

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეისათვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის 51 კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე დაიწყებენ მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვას. 

სააგენტოს განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 10 სექტემბრიდან სახელმწიფო შეისყიდის ყურძენს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც მწარმოებელთა მხრიდან ყურძნის მიმართ ინტერესი ნაკლებია. მევენახეების მიერ გამართული საპროტესტო აქცია კი, სააგენტოს განცხადების მიხედვით, რთველის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს, რაც ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს და აჩენს ეჭვს, რომ ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული. სააგენტო სთხოვს მევენახეებს, არ აყვნენ პროვოკაციას და აგროვადების დაცვით დაკრიფონ ყურძენი.  

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წნორის ქარხანა (ტიბაანი 2000) მზად არის მოსახლეობისგან ყურძნის მისაღებად და საამისოდ რთველის საკოორდინაციო შტაბის მითითებას ელოდეს, სააგენტოს ცნობით, მცდარია. „უკანასკნელ წლებში აღნიშნული ქარხნის ყურძნის გადასამუშავებელი სიმძლავრეები გამოიყენებოდა ღვინის სახელმწიფო კომპანიების მიერ და წნორის კომპანია წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში საერთოდ არ დარეგისტირებულა.“ - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.

იხილეთ განცხადების ტექსტი სრულად.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.