Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2012 წელს ამერიკაში 2-ჯერ მეტი ალკოჰოლური სასმელი გაიყიდა, ვიდრე რუსეთში

ამერიკული ანალიტიკური სააგენტო Impact Databank-ის მონაცემებით, 2012 წელს ამერიკაში 226 მილიონი დეკალიტრი მაგარი ალკოჰოლური სასმელი გაიყიდა, ანუ ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე რუსეთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის მოსახლეობა ორჯერ აღემატება რუსეთის მცხოვრებთ, მაშინ გამოდის, რომ ამერიკელებიც ზუსტად იმდენივეს სვამენ, რამდენსაც - რუსები.

შტატებში მაგარი ალკოჰოლური სასმელების ყველაზე პოპულარული 25 ბრენდი დასახელდა. მათგან 12 სწორედ არაყია, ამ თორმეტიდან კი პირველ ადგილს Smirnoff იკავებს, რომელიც 2012 წელს 10,89 მილიონი დეკალიტრის ოდენობით გაიყიდა (2011 წელთან შედარებით მისმა გაყიდვებმა 2,1%-ით მოიმატა). მეორე ადგილზე კი რომი Baccardi-ა (1 წლის განმავლობაში გაყიდულია 10,76 მილიონი დეკალიტრი).

ამერიკაში მაგარ ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა და 226 მილიონი დეკალიტრი შედგინა.

ზრდა, ყველაზე მეტად, პრემიალური სეგმენტის სასმელზე შეინიშნება – ისეთი სპირტიანი სასმელის გაყიდვები, რომლის საცალო ფასიც 30 დოლარს აღემატება, 2012 წელს 8,9%-ით გაიზარდა. “სუბპრემიუმის” კლასის სასმელების (18-დან 30 დოლარამდე ღირებულების) გაყიდვებმა შედარებით ზომიერად - 4,8%-ით იმატა, ხოლო “ეკონომკლასის” სასმელებში სტაგნაცია შეიმჩნეოდა.

სპირტიანი სასმელებიდან ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიურ ვისკიზე დაფიქსირდა - აშშ-ში ამ პროდუქტის გაყიდვებმა 22%-ით მოიმატა. მეორე ადგილზე კი არაყია და მასზე მოთხოვნა მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, 72,2 მილიონ დეკალიტრამდე, რაც თანხობრივად 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული