Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფორთოხლის ტირამისუ

საჭირო მასალა: 2 ცალი ფორთოხალი, 4 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი, 150 მლ თბილი ესპრესო ან მაგარი, უნალექო ყავა, 50 გ შაქრის პუდრი, 2 ს.კ. შაქარი, 100 გ მწარე შოკოლადი, 250 გ მასკარპონე, 250 გ უცხიმო ხაჭო, 150 გ სავოიარდის ბისკვიტი, 1 ს.კ. კაკაო.

მომზადება: ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაშოროთ თეთერი რბილობი და დავჭრათ. დავასხათ ლიქიორი და 30 წუთი გავაჩეროთ. ყავას ავურიოთ შაქარი და გავაცივოთ. შოკოლადი წვრილად გავხეხოთ. მასკარპონე, ხაჭო, შოკოლადი და შაქრის პუდრი კარგად ავურიოთ (არ ავთქვიფოთ!). 15X20 სმ ზომის ფორმაში ერთ ფენად ჩავაწყოთ ბისკვიტები და ზემოდან ნახევარი ყავა მოვასხუროთ. წავუსვათ კრემი და ზედ ფორთოხლის ნახევარი გადავანაწილოთ. მეორე ფენაც ასე მოვამზადოთ და ზემოდან სქელ ფენად წავუსვათ კრემი. დესერტი 3-4 საათით შევდგათ მაცივარში და სერვირების წინ მოვაყაროთ კაკაოს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული