Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული ღვინო იმიტომ არის შთამბეჭდავი, რომ ეს ტრადიცია ვერაფერმა დააბრკოლა” - Euronews ქართულ ღვინოზე

ევროპული მედიაკომპანია Euronews თავის სტატიაში საქართველოს აღწერს და ქვეყნის ღვინისა და კულტურის შესახებ მკითხველს უამბობს, წერს საქართველოს ღვინის ტრადიციაზეც, რომელიც 8,000 წელზე მეტი ხნისაა და ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდზეც. “გვიან სექტემბერში სტუმრობა იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის - ვნახე ქვეყნის ნაციონალური სიმდიდრე და ძალიან ბევრი ღვინო გავსინჯე”.

სტატიაში ავტორი მისი მოგზაურობის შესახებ გვიყვება, განსაკუთრებით მოეწონა კახეთი და  ქვევრის ღვინის ტრადიცია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს სტატიაში: “ქვევრის ღვინის დამზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიწასთან კავშირს – თიხის ჭურჭელში დავარგებული ღვინო განსაკუთრებული ხდება. ეს მეთოდი არა მხოლოდ ძველია, არამედ უწყვეტად გრძელდება, რაც მას სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. ღვინო ქართველებისთვის ბავშვივითაა, რომელსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ამბობენ, თუ საქართველოში კაცი კარგ ღვინოს აყენებს, ესე იგი, კარგი კაციაო, რადგან ცუდ ადამიანს კარგი ღვინის დაყენება არ შეუძლია. ქართველებისთვის ის, რაც მათ ღვინოს გამორჩეულს ხდის არის ტრადიცია, რომელიც ვერაფერმა ვერ დააბრკოლა”,

შემდეგ საუკეთესო ადგილების შესახებაც წერს, სადაც ქართული ღვინო დააჭაშნიკა. პირველ რიგში ახსენებს ალავერდის მონასტრის მარანს, რომელიც ქართული ღვინის გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ავტორი აღნიშნავს მონასტრის უძველეს ისტორიას და მნახველებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას, ქართული ტრადიციული ღვინო გასინჯონ, მათ შორის საფერავი და რქაწითელი. სტატიაში არის “შუმიც” ნახსენები: “აქ თქვენით ნახავთ, როგორ წურავენ ღვინოს, როგორ აცხობენ ქართულ შოთის პურს და ყველაფერს უფრო ახლოს გაიცნობთ, ვიდრე შორიდან მოყოლილს”.

ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართული ღვინის კულტურულ მნიშვნელობას. აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის დამზადება არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ შრომისა და სიყვარულის ნაყოფია: “ ქართული კულტურისთვის ღვინო სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ძალიან ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთიც, რომელიც განსაკუთრებით უხდება ქვევრის ღვინოს”.

სტატიაში ვკითხულობთ ავტორის რჩეული რესტორნების შესახებაც თბილისში. ეს არის რესტორანი “რიგი”, “ბარბარესთან”, ქეთო და კოტე”, “სტამბა”: “ჩემმა პირველმა სტუმრობამ საქართველოში დიდი სურვილი დამიტოვა ამ ქვეყანას კიდევ ვესტუმრო, უფრო მეტი ტაძარი ვნახო და ქართული კულტურა მეტად ახლოს გავიცნო.”

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული