Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა

საჭირო მასალა: 600 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 300 გ ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 1 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. მდოგვი, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 3 ცალი პამიდორი, 20 გ კარაქი, 20 გ ფქვილი, 125 მლ რძე, 150 გ ახალი ყველი.

მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ მსხვილ ყვავილედებად. 15 წუთის განმავლობაში მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. ხორცის ფარშს შევურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, მდოგვი და ოხრახუში. ხორცის ფარშის ნაწილი ფორმაში მოვათავსოთ, დანარჩენით დიდი გუნდა მოვამზადოთ, შიგ ჩავარჭოთ კომბოსტოს ყვავილედები და ჩავდოთ ფორმაში. ხორცის ფარშზე თხლად დაჭრილი პამიდორი დავაწყოთ. ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვშუშოთ, დავასხათ ცოტაოდენი კომბოსტოს ნახარში და რძე, შევურიოთ ასევე ყველი. როცა ერთგვაროვანი მასა გახდება, დავუმატოთ მარილი, პილპილი და კომბოსტოსა და ფარშს მოვასხათ. გამოვაცხოთ 10 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული