Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვავილოვანი კომბოსტოს ფილავი

საჭირო მასალა: 600 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეთი, 6 მარცვალი ილი, 1 ს.კ. ქინძის ტესლი, 4 ცალი მიხაკი, 125 გ ბრინჯი ბასმატი, 0,5 ს.კ. წიელი წიწაკა, 0,5 ს.კ. ყვითელი კოჭა, 0,5 ს.კ. კამის თესლი, 100 მლ ქოქოსის რძე, 400 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 8 ღერი ქინძი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კომბოსტო გავრეცხოთ და დავყოთ ყვავილედებად.  ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ზეთი  გავაცხელოთ სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ ილი, ქინძის თესლი, მიხაკი და 2 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი და ნიორი. 3 წუთის შემდეგ შევურიოთ ბრინჯი, წიწაკა, ყვითელი კოჭა, კამის თესლი და 0,5 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ყვავილოვანი კომბოსტო და დავასხათ ბულიონი. წბვენმა უნდა დაფაროს დანარჩენი ინგრედიენტები. როდესაც წამოდუღდება, დავახუროთ სახურავი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთით ან ძალიან დაბალ ცეცლხლზე თავდახურული დავტოვოთ 20-25 წუთის განმავლობაში. კერძის კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.