Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოდინამიკური მეღვინეობა და მისი განვითარება ღვინის სამყაროში

"ბიოდინამიკა ენერგიის მართვის სისტემაა" - ასე ხედავენ მეღვინეები ბიოდინამიკურ მეღვინეობას, რომელიც ღვინის დაწურვამდე ვენახიდან იწყება. სხვადასხვა სამუშაოები, როგორიცაა ვენახის მოვნა, გასხვლა, და მოსავლის აღება სპეციფიკურ ბიოდინამიკურ კალენდარს მიჰყვება, რომელიც მარია თუნის, ბიოდინამიკური მეღვინეობის გამოჩენილი ფიგურის მიერაა შემუშავებული. არსებობს "ხილის დღეები" fruit days, როდესაც საუკეთესო მოსავალი იღება, ხოლო "ფესვის დღეები" Root days - იდეალურია გასხვლისთვის.

ბიოდინამიკური მეღვინეობა კრძალავს ქიმიკატების ან ხელოვნური დანამატების გამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა კომერციული საფუარი. ამის ნაცვლად მევენახეები იყენებენ სპეციალურ, ბუნებრივ ინგრედიენტებს თავიანთი ვენახების გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს ასპექტი ხშირად მეღვინეებში მაინც საკამათოა.

რაც შეეხება გემოს, ბიოდინამიკური ღვინოები ზოგადად ჩვეულებრივი ღვინოებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მწარმოებლის აქცენტი შეიძლება მეორად არომატებზე გაკეთდეს და ხანდახან ღვინოში არც თუ ისე სასიამოვნო სუნი და არომატი იგრძნოთ სულფატების დაბალი შემცველობის გამო, ბიოდინამიკური ღვინოების უმეტესობა ინარჩუნებს ისეთ გემურ პროფილს, როგორიც ტრადიციულ ღვინოებს აქვთ. ორგანულ ღვინოებს ახასიათებს სტაბილური საფუარის ნაკლებობა. ფილტრაციის ნაკლებობა იწვევს "ამღვრეულ ღვინოს", წითელი ღვინო უმეტეს შემთხვევაში დაბალი ალკოჰოლურობითა და მაღალმჟავიანობით ხასიათდება.

არსებობს ე.წ. "ბიოდინამიკური ნაკელიც", რაც ნიშნავს ნაკელის ძროხის რქაში მოთავსებას, მისი მიწაში ჩაფლობას და მიღებული ნივთიერების, როგორც ორგანული სასუქის გამოყენებას. ბიოდინამიკური მეთოდის ერთ-ერთი კრიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ რქების გამოყენება სასუქად ჯერ კიდევ ბურგუნდიის ჰერცოგმა, ფილიპე 2-ე გულადმა აკრძალა 1395 წელს, სწორედ იმ ფილიპემ, ვინც პირველმა შემოიტანა პინო ნუარი ბურგუნდიაში და გამეს ჯიშის ყურძენი ჩაანაცვლა.

ორგანული და ბიოდინამიკური მეღვინეობა უფრო და უფრო ფეხს იკიდებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და საფრანგეთი, სადაც საშუალოდ ღვინის წარმოების ჯერ მხოლოდ 10%-ია ბიოდინამიკური. როგორც BioFach-ის მონაცემებიდან ვიგებთ, 2013 წლის შემდეგ ბიოდინამიკური მეღვინეობის წილი საფრანგეთში, იტალიასა დაესპანეთში 70%-ით გაიზარდა. ევროპის მევენახეობის ზონებში ორგანულად სერტიფიცირებული ვენახების საერთო წილი 3,4 -დან 9,5 პროცენტამდე გაიზარდა. მხოლოდ 1036 ვენახი მსოფლიოში Demeter-ისა ან Biodyvin-ის მიერაა დამოწმებული, რაც 38%-იან ზრდას წარმოადგენს. 

ახლა გაგაცნობთ რამდენიმე უცხოურ ორგანულ ღვინოებსა და ბიოდინამიური მეთოდის მიმდევრებს: ერთ-ერთია B-liv Organic Sauvignon Blanc, chile - ეს საკმაოდ ატიპიური კაბერნე სოვინიონია, ახასიათებს ცოცხალი ციტრუსოვანი ვაშლის ხილისა და ვარდის არომატები. Ciello Rosso, Cantine Rallo Estat, Sicily IGP - ამ ღვინოში წითელი ხილისა, შოკოლადისა და ძირტკიბლას ნოტებს იგრძნობთ. Sculo del Vigneto Corvina Veronese IGP, Veneto, Italy - მას ალუბლისა და წითელი ხილის არომატები აქვს, ასევე სანელებლების სურნელი. მთლიანობაში კი ეს ღვინო ძალიან სასიამოვნოა ზაფხულის გრილ საღამოებში. 

ქართველებში კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ გიორგი ალადაშვილისა („რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“) და ბექა გოცაძის („გოცას საგვარეულო მარანი“) ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული