Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტაფილოსა და ჯანჯაფილის წვნიანი

საჭირო მასალა: 1 ფორთოხალი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 300 გ სტაფილო, 25 გ ჯანჯაფილი, 2 თავი ხახვი, 1 ს.კ. სელის ზეთი, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 0,5 ლიმონი, 50 გ ათქვეფილი ნაღები, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ფორთოხალი ცხელ წყალში გავრეცხოთ, მოვაშოროთ ცედრა და გავწუროთ. ცედრა და წვენი შევურიოთ ზეითუნის ზეთს. სტაფილო საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ჯანჯაფილი დავკეპოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ სელის ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ჯანჯაფილი, სტაფილო და მოვშუშოთ. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, დავახუროთ სახურავი და საშუალო ტემპერატურაზე 25 წუთი ვხარშოთ. როდესაც სტაფილო მოიხარშება, წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ. შევანელოთ მარილით, პილპილითა და ლიმონის წვენით. წვნიანი კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანის წინ თითოეულ ულუფაში მოვათავსოთ გათქვეფილი ნაღები და მოვასხათ ფორთოხლიანი ზეითუნის ზეთი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.