Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სატაცურის გრატენი

საჭირო მასალა: 1 კონა წვრილად დაჭრილი ტარხუნის ფოთლები, 1 კვერცხის გული, 100 მლ სქელი ნაღები, 70 გ ყველი გაუდა, 500 გ მოხარშული კარტოფილი, 1 ს.კ. დარბილებული კარაქი, 12 ღერი მოხარშული სატაცური. მარილი, პილპილი, ჯავზი, ლიმონის წვენი – გემოვნებით.

სატაცურის სოუსისთვის – 30 გ კარაქი, 20 გ ფქვილი, 300 მლ სატაცურის ნახარში წვენი, 200 მლ რძე, მწიკვი შაქარი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 1-2 წუთი ვშუშოთ, დავასხათ სატაცურის ნახარში წვენი და რძე. დაახლოებით 15 წუთი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, შევანელოთ მარილითა და შაქრით. ტარხუნა, მარილი, პილპილი, ჯავზი და ლიმონის წვენი ავურიოთ და დავუმატოთ ერთად ათქვეფილი კვერცხის გული და ნაღები. მასა წვრილი ნაკადით დავასხათ ცხელ სოუსს და მუდმივად ვურიოთ, რომ არ აიჭრას. მივიყვანოთ ადუღებამდე (არ უნდა ადუღდეს!). ყველი გავხეხოთ. კარტოფილი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. 26X16 სმ ზომის ფორმას კარაქი წავუსვათ. ჩავაწყოთ კარტოფილი, სატაცური, მოვასხათ სატაცურის სოუსი და მოვაყაროთ ყველი. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული