Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კობრისა და ნიახურის გულიაში

საჭირო მასალა: 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 6 ცალი პამიდორი (ან თავისივე წვენში დაკონსერვებული), 250 გ ნიახურის ძირი, 3 თავი ხახვი, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 150 გ არაჟანი, 1 ს.კ. პაპრიკა, 700 გ კობრის ფილე კანის გარეშე, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: წიწაკები შუაზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და თხლად დავჭრათ. პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ხახვი და ნიახური წვრილად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ დანარჩენი ბოსტნეული და განვაგრძოთ შუშვა. დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობში. შემდეგ შევურიოთ არაჟანი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, ლიმონის წვენი და 5 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ დაჭრილი თევზი, 5 წუთში ცეცხლი გამოვრთოთ და კერძი თავდახურული გავაჩეროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული