Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საშობაო ბატი

საჭირო მასალა: 1 ცალი დიდი ბატი (4-5 კგ), 2 ს.კ. მარილი, 2 ს.კ. ხმელი ქინძი, 1 ს.კ. სხვადასხვა პილპილის ნარევი, 230 მლ ხერესი, 1 ფორთოხლის ცედრა, 1,3 კგ ვაშლი, 200 გ შავქლიავას ჩირი, 50 გ თაფლი

მომზადება: ბატს მუცლიდან ამოვაჭრათ ზედმეტი ცხიმი, მოვაჭრათ კისერი და დავუტოვოთ 3-4 სმ კანი. მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი ავურიოთ და შევაზილოთ ბატს შიგნიდან და გარედან, გავახვიოთ ცელოფანში და 24 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ფორთოხლის ცედრას დავუმატოთ 80 მლ ხერესი და ფუნჯით წავუსვათ ბატს. ისევ გავახვიოთ ცელოფანში და ამჯერად 4 საათით შევდოთ მაცივარში. ვაშლები ოთხად გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და 10 წუთით დარჩენილ ხერესში მოვათავსოთ. ბატს მუცელში ჩავუწყოთ ვაშლები და შავქლიავას ჩირი და ღია ნაწილები ამოვკეროთ. ფრინველი მოვათავსოთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შევდგათ. შემდეგ ტემპერატურას 150 გრადუსზე დავუწიოთ. ბატის ფრთებსა და ფეხებს შემოვახვიოთ ფოლგა, რომ არ დაიწვას. შეწვისას ბატი ბევრ ქონს გამოყოფს, შესაძლოა მისმა რაოდენობამ 600 მლ-საც კი მიაღწიოს – ცხიმის ნაწილი გადავღვაროთ, ნაწილი კი ზედ წავუსვათ და განვაგრძოთ მზადება. დაახლოებით 2,5-3 საათის შემდეგ, როცა ბატი მზად იქნება, წავუსვათ თაფლი და მოვასხათ ხერესი, რომელშიც მანამდე ვაშლი და ჩირი ეწყო, შევაბრუნოთ ღუმელში და დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შევწვათ. მზა ბატი გავახვიოთ ფოლგაში 45 წუთით და თბილად გავაჩეროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული