გამოქვეყნებულია: 14 ივნისი, 2014 - 01:11
საჭირო მასალა: 1 კონა პრასი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 ქილა (425 გ) დაკონსერვებული სიმინდი, 2 ს.კ. ზეთი, 400 მლ უშაქრო ქოქოსის რძე, 1 ცალი ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონის კუბიკი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: პრასი თხელ რგოლებად დავჭრათ. 1 ს.კ. პრასი ცალკე გადავინახოთ. ჯანჯაფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ. სიმინდი გადავწუროთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი პრასი, ჯანჯაფილი და მოვშუშოთ 3 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ სიმინდი (2/3 შევინახოთ) და განვაგრძოთ მზადება. დავასხათ ქოქოსის რძე და 600 მლ წყალი, დავუმატოთ ბულიონის კუბიკი და 8 წუთი ვადუღოთ. წვნიანი გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევანელოთ მარილითა და წიწაკით, ჩავუმატოთ დარჩენილი სიმინდი და პრასი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი