Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი სატაცურით

საჭირო მასალა: 2 ცალი ქათმის მკერდის ფილე, 150 გ სატაცური, 100-120 გ მაწონი ან ნატურალური იოგურტი, 70 გ ყველი “გაუდა”, 200 მლ ნაღები, 1 ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. კარაქი, 1 მწიკვი ჯავზი, 1 მწიკვი კვლიავი, 5 ღერი ტარხუნა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: მოვამზადოთ მარინადი: დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და მაწონი ავურიოთ ერთმანეთში, ჩავაწყოთ შიგ ხორცი და შევდგათ მაცივარში 24 საათით. კარაქი დავადნოთ და შევურიოთ ფქვილი, ვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავასხათ ნაღები და თან ვთქვიფოთ სათქვეფელათი, რომ კარგად გაიხსნას. 4-5 წუთის შემდეგ დავაყაროთ გახეხილი ყველი, მარილი, წიწაკა და ვხარშოთ მანამ, სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება. თან ვურიოთ. ქათმის ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ მარინადიდან და შევამშრალოთ. მოზრდილ ფორმაში ჩავასხათ წყალი,შიგ მოვათავსოთ მეორე, შედარებით პატარა ზომის ფორმა და მასში ჩავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრები, მოვასხათ სოუსი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. დარჩეული და გარეცხილი სატაცური მოვხარშოთ მარილ-წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და სუფრასთან მივიტანოთ ქათმის ხორცთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.